fbpx

ნამდვილი პანაცეა – კაკლის უღელს ორგანიზმის განკურნება შეუძლია

ავტორი ნინო გონგაძე
346 ნახვა

კაკლის სარგებელზე ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან გვსმენია ბევრი რამ. თუმცა იშვიათად ეცოდინება ვინმეს, რომ კაკლის გულის გარდა, მისი სხვა ნაწილებიც ძალიან სასარგებლოა. ხალხურ მედიცინაში ძალიან ხშირად გამოიყენება, კაკლის უღლის ნაყენი.

ნაყენი დაგეხმარებათ რადიკულიტის, სახსრების ტკივილის, თავის ტკივილის, ნევროზისა და უძილობის დროს. ნაყენს ანტისეპტიკური დანიშნულებაც აქვს, ამიტომ გამოიყენება ჭრილობების და მცირე ნაკაწრების დროსაც.

გთავაზობთ ნაყენის მომზადების საიდუმლო წესს1361150082_gretskiy_oreh

კაკლის უღლის ნაყენი:

2 ს.კ. კაკლის უღელი

არაყი (შეგიძლიათ გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი)

მომზადების წესი:

1. კაკლის უღელი მოათავსეთ დაბურულშუშიან ქილაში

2. შემდეგ დაასხით ცოტაოდენი არაყი, ისე, რომ კაკლის უღელი მთლიანად დაიფაროს

3. ქილას მჭიდროდ მოარგეთ საცობი და ბნელ ადგილას შეინახეთ. ნაყენი 14 დღეს გააჩერეთ

4. 2 კვირის შემდეგ ნაყენი უნდა გაწუროთ.

წამალი უნდა მიიღოთ – 5-6 წვეთი, 2 სუფრის კოვზ ცხელ წყალში გახსნილი. კაკლის უღლით მკურნალობის კურსი – 3 კვირიდან 3 თვემდე გრძელდება.

ლეა ხიმშიაშვილი

წყარო: რეიტინგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment