უფროსი თაობისგან, ალბათ, ყველას სმენია, რომ ახალშობილისთვის თავის დათბუნვა აუცილებელია, ამიტომ ახალბედა დედიკოები უფროსების რჩევას ითვალისწინებენ და ბავშვებს საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზეც კი ქუდს ახურავენ.
საინტერესოა, საჭიროა თუ არა სინამდვილეში ქუდი? თუ ბავშვი ნაადრევად დაბადებულია ან მცირეწონიანი ექიმები აუცილებლად გირჩევენ მას ქუდი დაახუროთ, ასევე შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ის საკეისრო კვეთით დაიბადა, თუმცა სხვა შემთხვევაში თავის დათბუნვა ოთახის ტემპერატურაზე საჭირო არ არის. ავსტრალიური გამოცემა Bellybelly მიზეზებსაც გვთავაზობს თუ რატომ არ უნდა დავახუროთ ბავშვს ქუდი:
1.ფარავს ახალშობილის სუნს – თქვენი პატარას სუნი ხომ ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო რამაა. სულაც არ არის საჭირო ის ზედმეტი რამით დაფაროთ.
2. ბავშვს ის არ სჭირდება – ბევრი ფიქრობს, რომ ახალშობილის სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქუდი საჭიროა, სინამდვილეში კი მას ამაში ყველაზე უკეთ დედის სხეული ეხმარება.
2010 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილისა და დედის კონტაქტი, ანუ როდესაც ბავშვი დედის გულზე წევს, საუკეთესო საშუალებაა სხეულის ტემპერატურის თერმორეგულაციისთვის, ასევე აუმჯობესებს ძუძუთი კვების პროცესს, ამიტომ ეცადეთ თქვენი შვილი რაც შეიძლება ხშირად იყოს თქვენთან და ამ შემთხვევაში ქუდიც საჭირო აღარ იქნება.
1 კომენტარი
მე მჯერა ქვეცნობიერის
თქვენ ხომ გსიამოვნებთ როცა თბილად და სასიამოვნოდ გხვდებიან
თქვენც ასე დაუწერეთ წერილი ქვეცნობიერს და ის ყოველთვის თქვენი ერთგული მეგობარი გახდება