fbpx

რატომ უნდა იძინოთ შიშველმა ?

ავტორი ჟოლო
75 ნახვა

ზაფხულში, ზოგიერთი ადამიანი საერთოდ ტანსაცმლის გარეშე ძილს ამჯობინებს, რასაც თავისი უპირატესობები გააჩნია.

რატომ უნდა თქვათ უარი ტანსაცმელზე ძილის დროს?

შიშვლად ძილის დროს თქვენი კანის დაბალი ტემპერატურა ნარჩუნდება და გადახურებისგან გიცავთ. ზაფხულის ცხელ ღამეში ეს საკმაოდ კომფორტულია და მშვიდ ძილს უზრუნველყოფს.

თუ არასდროს დაგიძინიათ შიშველს, არც გეცოდინებათ, რამდენად სასიამოვნო გრძნობაა. ძილის ხარისხი მელატონინის ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს. კანი კი უფრო მეტად იწყებს სუნთქვას, რაც მის სიჯანსაღეზე აისახება. ექიმები უძილობის დროსაც გვირჩევენ ტანსაცმელზე უარი ვთქვათ.

გასაკვირი არაა, რომ იმ წყვილებს, რომლებიც შიშვლად იძინებენ, უფრო ხშირად უჩნდებათ სექსის სურვილი, ვიდრე პიჟამოს მოყვარულებს. თანაც, კანის კანზე შეხება ოქსიტოცინის გამომუშავებას უწყობს ხელს რაც წყვილს ერთმანეთთან კიდევ უფრო აკავშირებს. ამბობენ, რომ ეს ცოლ-ქმარს შორის ნდობას ამყარებს.

შიშვლად ძილი ადამიანს თავდაჯერებას მატებს. თუ ტანსაცმლის გარეშე თავს თავისუფლად და თავდაჯერებულად იგრძნობთ, ეს არც ჩაცმულს გაგიჭიდებათ.

უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. ყველაზე კომფორტული საძილე ტანისამოსიც კი ახდენს გავლენას სისხლის ცირკულაციაზე და ზოგიერთ შემთხვევაში ზღუდავს. იშვიათ შემთხვევაში ეს ვარიკოზული ვენების გაჩენასაც უწყობს ხელს.

წყარო: http://oxford-med.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment