ჯანსაღი ურთიერთობის ერთ-ერთი გასაღები არის საყვარელი მამაკაცის დარწმუნება იმაში, რომ შენ იმსახურებ მის პატივისცემას, ნდობას და სიყვარულს. მოდი გაეცანი ქვემოთ მოყვანილ ზოგიერთ ურთიერთობის ტიპებს და რჩევებს, მიანიჭე საყვარელ მამაკაცს სიხარული.
ენდე
ალბათ ყველა ურთიერთობაში, გადამწყვეტ როლს სწორედ ნდობა თამაშობს. თუ ის გეუბნება კომპლიმენტს, შენ უნდა მიიღო კომპლიმენტი და ეჭვი არ უნდა შეგეპაროს მის სიმართლეში და არ უნდა იფიქრო, რომ ის გღალატობს,ან სხვა ათასი სისულელე. ბიჭები ნამდვილ ურთიერთობაში საკმაოდ გულწრფელები და გახსნილები არიან, მთვარია ენდო მას და მისცე გახსნის საშუალება.
განაცვიფრე
გაუკეთე მოულოდნელი სიურპრიზი შენს გულისწორს. თუ ის არის ადამინი, ვინც ფიქრობს რომ ყველაზე უკეთ გიცნობს, მაშინ მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზი ამ წარმოდგენას სამუდამოდ შეცვლის.
შენ შეგიძლია გაუკეთო მას რომანტიკული სიურპრიზები. აჩუქო მას საჩუქარი, მოუმზადო რომანტიკული ვახშამი, დაგეგმო მოგზაურობა, წაიყვანო ის წვეულებაზე და ა.შ
გაიღიმე
ერთ-ერთი მარტივი რამ, რაც შეგიძლია გააკეთო შენი გულისწორითვის, არის ხშირად გაღიმება. თუ გსურს რომ საყვარელ ადამიანს ბედნიერება მიანიჭო, შენ თავად უნდა გრძნობდე ბედნიერად თავს და მასაც გააბედნიერებ!
მხიარული და მომღიმარი ქალი არის ის, ვინც შენ მამაკაცს გვერდით ყველაზე მეტად სჭირდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ძალუძს სიხარულის მინიჭება საყვარელი ქალისთვის, ეს კი კაცის თავმოყვარეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
წყარო:pink.ge