fbpx

„როგორ სასწრაფოდ სჭირდება ამ ყმაწვილს მხარში ამოდგომა“ – რეზო კიკნაძე

ავტორი ჟოლო
23 ნახვა

„მეგობრებო, ბიზნესმენებო, ჯაზის მყოვარულნო და მომავალზე მოფიქრალნო, მოგვეხმარეთ, არ ინანებთ, იამაყებთ ძალიან მალე!“ – წერს „ფეისბუქის პირად გვერდზე კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე და დახმარებას პატარა და ნიჭიერი დრამერისთვის გიო კაპანაძისთვის ითხოვს.

 

 

 რეზო კიკნაძე: „როგორ დადგა დრო (კარგა ხნის წინ!) და როგორ სასწრაფოდ სჭირდება ამ ყმაწვილს მხარში ამოდგომა… ფინანსურს ვამბობ, თორემ ნიჭიც მომადლებია უხვად, მუზების მთელი ჯგროც ამოსდგომია მხარში და აქაური ჯაზმენებიც სულ ხელის გულზე ატარებენ, მაგრამ – “იქიდანაც” იმისთანა შემოთავაზებაა პრაქტიკულად უფასო სწავლის (New School Drummer’s Collective, New York), რომ – მარტო საცხოვრებელი ფინანსების უშოვნელობამ რომ დატოვოს ეს ბავშვი “ამ კომპოტში”, არ არის ცოდვა?

 
მეგობრებო, ბიზნესმენებო, ჯაზის მყოვარულნო და მომავალზე მოფიქრალნო, მოგვეხმარეთ, არ ინანებთ, იამაყებთ ძალიან მალე!..“

 

„ჟოლოს“ ინფორმაციით 14 წლის გიო კაპანაძით ნიუ იორკის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლა დიდი ხანია უკვე აღფრთოვანებულია. გიორგი სასწავლებელშიც ჩაირიცხა, სწავლა სექტემბერში დაიწყო, თუმცა, ფინანსების არ ქონის გამო ნიჭიერი მუსიკოსი გამგზავრებას ვერ ახერხებს. 


მსგავსი სტატიები

Leave a Comment