არტურ კონან დოილი მეგობარს ესტუმრა. მასპინძელს უნდოდა სტუმარი გამოეცადა და ჰკითხა:
–აბა , თუ იტყვი , რამდენიმე წუთის წინ აქ რა მოხდა?
კონან დოილმა მიიხედ–მოიხედა ოთახში და თქვა:
–თაგვი გწვევიათ.
–მართალია, მაგრამ როგორ მიხვდი?
–სრულიად უბრალოდ, სავარძელს ჯერ კიდევ ამჩნევია ქალის ფეხსაცმლის კვალი.