რა ქმნის ნამდვილ ლიდერს? ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ თუ თქვენ თანამდებობით ხართ ვინმეს უფროსი, ეს უკვე ნიშნავს, რომ ლიდერი ხართ. მაგრამ სიმართლე ის გახლავთ, რომ ტიტულები არ ქმნიან ლიდერებს, რადგან თუ თქვენ თანამშრომლები პატივს არ გცემენ, ლიდერობაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია.
მაინც რა ქმნის ნამდვილ ლიდერს? მხოლოდ ეს 7 რამ:
დააფასეთ ნებისმიერი ურთიერთობა – თუ გსურთ მოიპოვოთ გავლენა ჯგუფის წევრებზე, მათთან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეთ. ჩათვალეთ, რომ სამსახური თქვენი ოჯახია და აუცილებელია ყველა წევრთან ურთიერთობა.
საკუთარ საჭიროებებზე წინ დააყენეთ გუნდის საჭიროებები – თუ გუნდის რომელიმე წევრს სახლში ადრე წასვლა სურს, უნდა გაითვალისწინოთ და დაეხმაროთ საქმის სწრაფად დასრულებაში. პატივისცემა შეიძლება გამოიხატოს როგორც მადლობის თქმაში, ასევე გაცილებით სერიოზული სამსახურის გაწევაში.
დაეხმარეთ გუნდს ზრდაში – თუ თქვენი გუნდი წარმატებული იქნება, თქვენც წარმატებული იქნებით. ნამდვილი ლიდერი იმისკენ მიისრაფვის, რომ მისი გუნდი საუკეთესო იყოს.
წაახალისეთ მატერიალურად – თუ თქვენ საქმე კარგად შეასრულეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენმა გუნდის წევრებმა კარგად იმუშავეს, ამიტომ მიღებული მოგება მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით, გაუნაწილეთ მათაც.
საკუთარ თავზე აიღეთ დამარცხება – თუ რაღაც ისე არ გამოვიდა როგორც გსურდათ ნუ დაადანაშაულებთ ამაში გუნდს, რადგან ბრალი თქვენც მიგიძღვით.
არასოდეს თქვათ „ეს ჩემი საქმე არ არის“ – ამპარტავნებას წარმატება არ მოაქვს, ყველაფერი რაც თქვენს დაბლა საფეხურზე მყოფ ადამიანებს ეხებათ, გეხებათ თქვენც.
იყავით სანდო – თუ თქვენი გუნდის წევრები არ გენდობიან, თქვენ კარგი ლიდერი არ ხართ, თუ თქვენ მოგიხსენიებენ როგორც „აი, ის“ მაშინ ნდობაზე და ლიდერობაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია.
