ფინეთში აუცილებელი შემოსავლის პროგრამა მზადდება. მისი ამოქმედების შემდეგ ქვეყნის ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან თვეში 800 ევროს მიიღებს. ამის შესახებ ფინური მედია იუწყება.
„საბაზისო შემოსავლის“ იდეა ისაა, რომ ადამიანი გარკვეულ თანხას ყოველგვარი პირობების გარეშე იღებს, იმისდა მიუხედავად, მუშაობს თუ არა.
ახალი სისტემა ორ ეტაპად ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ფინეთის მოქალაქე თვეში 550 ევროს მიიღებს, ხოლო პროგრამის სრული ამოქმედების შემდეგ ის 800 ევრომდე გაიზრდება.
ასეთივე საპილოტე პროექტი ნიდერლანდების ერთ-ერთ ქალაქში, უტრეხტში 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდება. იქ ერთი ადამიანი თვეში 900 ევროს მიიღებს.
ცნობისთვის, ფინეთში საშუალო ხელფასი დღეს 3 300 ევროს შეადგენს, ხოლო უმდიდრესი ფენის საშუალო შემოსავალი, რომელიც მთელი მოსახლეობის 10%-ია, თვეში 4900 ევროა.
წყარო:http://kvira.ge/