“ქალებო! კარგად დაფიქრდით, სანამ ქართველ კაცს შეურაცხყოფას მიაყენებთ. ქართველი კაცები იყვნენ, რომლებიც თავს არ ზოგავდნენ ოსმალების, სპარსელების, არაბებისა და ათასი მოსისხლე მტრისგან საქართველოს გადარჩენისთვის.
ქართველი კაცი იყო, რომელიც დედისა და ცოლის კულტს დღემდე ინახავს და მათი მხადაჭერითა და ძალის გარეშე არაფერნი ვართ.
ქალებო, კარგად დაფიქრდით, სანამ ასე გადაუვლით იმ კაცებს, რომელთა შვილებსაც ვზრდით და თაობებს, ქართველებს ვამრავლებთ.
ვწუხვარ, თუ არ გაგიმართლათ და გამწარებულები მსგავს სიტყვებს წერთ მათზე, მაგრამ ყველა ერთნაირი ვერ იქნება. კარგისა და ცუდის გამიჯვნისას კარგსაც ნუ “ჩარეცხავთ”.
საბედნიეროდ ბევრია კარგი. ჩვენსას გავუფრთხილდეთ. ჩვენი შევინახოთ. ჩვენი დავმალოთ და გამოსწორებაზე ვიფიქროთ, ასე საჯაროდ გალანძღვაზე კი არა.
როცა გვიჭირს, ყოველთვის მამრობით სქესს ვუკავშირდებით. რატომ? იმიტომ რომ ისინი ძალანი არიან, ჩვენს სუსტ მხარეში ჩამდგარი”- წერს სოციალურ ქსელში თამუნა ხელაძე.
პოსტს პოეტის მეგობრები ეხმიანებიან.
“თამარ,სამწუხაროდ ხშირად სჭირდებათ ჩვენს მამაკაცებს შეხსენება იმისა, თუ ვისი გორისანი არიან, რომ ქალის პატივისცემა მოეთხოვებათ, რომ კაცობა მხოლოდ სასქესო ორგანოს ქონით არ ამოიწურება, რომ მამაკაცებს ქალების დაცვა მოეთხოვებათ და არა წვრთნა ან აღზრდა როგორც მხეცსა ან ცხოველს. ლანძღვა გამოსავალი რომ არაა, ამაზე ხომ ზედმეტია საუბარი, მარა ამ ქალებსაც უწყდებათ მოთმინების ფიალა და კონკრრტული კაცის გალანძღვის ნაცვლად ანზოგადებენ ხოლმე.“
“რა საწუხაროა თამარ, რომ ვერ ვიზიარებ შენს პათოსს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მახსენდება რამდენი ქართველი “ვაჟკაცი” ელოდება დედის და ცოლის გზავნილს”…