fbpx

ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი – 15 000 დოლარი

ავტორი ჟოლო
65 ნახვა

ქუვეითი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. ეს პატარა ქვეყანა, ფაქტობრივად, ნავთობში ცურავს.

ქუვეითი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია შუა უდაბნოში, სადაც მდიდარი ქუვეითელები სეირნობენ, თითოეულ მათგანს კი ორი ღარიბი ემიგრანტი ემსახურება.

ქუვეითელების 80% დასაქმებულია სახელმწიფო სამსახურში, დანარჩენები კი კომერციულ კომპანიებში, სადაც უზარმაზარი ხელფასები ენიშნებათ.
ყველა უცხოური კომპანია, რომელიც ქუვეითში მუშაობს, კანონის მიხედვით ვალდებულია სამსახურში ადგილობრივი მიიღოს და მაღალი ხელფასი დაუნიშნოს.

მაგალითისთვის: ქუვეითელი ქარხანაში მუშად აიყვანეს, დაუნიშნეს ხელფასი 10 000 დოლარი, თუმცა, მის ნაცვლად ინდოელი “მონა” დღე და ღამეს ასწორებს მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ. თავად ქუვეითელი სამსახურშიც არ ცხადდება, მისი დათხოვნა კი შეუძლებელია. მეტიც, როდესაც რაიმე დოკუმენტზეა ხელი მოსაწერი, ხელმძღვანელობა მოწიწებით ურეკავს, დაგვდეთ პატივი, იქნებ მობრძანდეთ და ხელი მოაწეროთო, რაზეც ქუვეითელი მშვიდად პასუხობს: “ეს თქვენ გჭირდებათ და აქეთ მომაკითხეთ”.

ქუვეითის სასამართლომ ადგილობრივს 5 წელი მიუსაჯა მიკრობლოგ Twitter-ში ქუვეითის ემირის გაკრიტიკებისთვის. ქვეყანაში ალკოჰოლი აკრძალულია. თუ იგი საზღვარზე გიპოვეს, თავისუფლად გაგაბრუნებენ უკან.

ტურიზმი განვითარებული არ არის. ტურისტული ვიზის მიღება შეუძლებელია. ზამთარში ძლიერი ცივი ქარი ქრის, ზაფხულში კი ტემპერატურა +50°-ს აღწევს. ამას ემატება ალკოჰოლის აკრძალვა და დაბინძურებული ზღვა ცარიელი პლაჟებით.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ნავთობის უდიდესი მარაგი ქვეყნის მოქალაქეებს უდარდელად ცხოვრების საშუალებას აძლევს. ქუვეითის მოსახლეობა 3,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, თუმცა აქედან მხოლოდ 1 მილიონია ქუვეითის მოქალაქე. სწორედ ამ მილიონ ადამიანზე ნაწილდება ქვეყანაში ნავთობიდან მიღებული შემოსავალი. მაგალითად:

ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი

 

1. ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილში სახელმწიფოსგან საჩუქრად 250 000 დოლარს (სხვა მონაცემებით, 15 000 დოლარს) იღებს.

2. ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი – 15 000 დოლარია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივები რიგით ექიმებად არ მუშაობენ, მხოლოდ ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებენ.

3. ადგილობრივებისთვის მიწა კაპიკები ღირს, იპოთეკური კრედიტი 250 000 დოლარზე 0%-ია. 5-10 წლის შემდეგ კი დიდი შანსია, კრედიტის ნახევარი მოქალაქეს ჩამოაწერონ.

 

ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი

 

4. მედიცინა და განათლება უფასოა.

5. საზღვარგარეთ სწავლის მსურველის გამგზავრებისა და სწავლის საფასურს მთავრობა იხდის. სტუდენტს ასევე ენიშნება სტიპენდია 2000 დოლარის ოდენობით.

6. თუ ქუვეითელი ავად გახდა და მისი მკურნალობა სამშობლოში შეუძლებელია, მთავრობა ავადმყოფს უნაზღაურებს მკურნალობის საფასურს
საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანაში, ასევე თანმხლები ნათესავების ხარჯებს.

 

ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი

 

7. ბავშვების დახმარება ყოველთვიურად 200 დოლარს შეადგენს, სანამ იგი 26 წლის არ გახდება.

8. უმუშევარ ქალებს სახელმწიფო ყოველთვიურად 1400 დოლარით ეხმარება, ვიდრე ქალი სამსახურს არ იშოვის.

9. მინიმალური პენსია 3 ათასი დოლარია.

 

ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი

 

10. 2007 წელს ხელისუფლებამ მოქალაქეებს 1 მილიარდი დოლარის კრედიტი ჩამოაწერა.

 

ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი

 

11. ზოგიერთი დღესასწაულის დროს მოსახლეობას ფულს ურიგებენ. მაგალითად, დამოუკიდებლობის 50 წლისთავის აღსანიშნავად ქუვეითის თითოეულ მოქალაქეს 3 500 დოლარი გადასცეს.

 

ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი

 

12. სამეცნიერო ხარისხის ყოველთვიური დანამატი: მაგისტრი – 700 დოლარი, დოქტორი – 1400 დოლარი.

 

ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი

 

13. მასწავლებლის ერთჯერადი პრემია სამუშაო გამოცდილების მიხედვით – 18 თვის ხელფასის ტოლია. მამაკაცებისთვის – 30 წელი უწყვეტი სტაჟი, ქალებისთვის – 25 წელი.

 

ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი

 

14. საშუალო ქუვეითელი ხელფასის გარდა, ბონუსის სახით 50%-ს იღებს. ყველა ეს ბონუსი მხოლოდ ქუვეითის მოქალაქეებს ეხებათ. ქვეყნის მოსახლეობის 70% ემიგრანტები არიან – უუფლებო მომსახურე პერსონალი, რომელიც “ოქროს 30%”-ს ემსახურება. მოქალაქეობის მიღება, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

დუდანა ზაქარაია

წყარო: http://www.allnews.ge/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment