fbpx

ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ისტორია და ვიდრე მათ განსჯით …

ავტორი Ann
707 ნახვა

24 წლის ვაჟი მამასთან ერთად მატარებლით მგზავრობს. ფანჯრიდან გახედვისას წამოიყვირა:

-მამა, ნახე, ხეები მოგვდევენ!

მამას გაეღიმა, გვერდით მჯდომმა ახალგაზრდა წყვილმა კი ახალგაზრდას თანაგრძნობით შეხედა. ამ დროს ბიჭმა კვლავ წამოიყვირა:

-მამა, ნახე ღრუბლები მოგვდევენ!

წყვილმა თავი ვეღარ შეიკავა და მამაკაცს მიუბრუნდენ:

-რატომ არ მიგყავთ თქვენი ვაჟი ექიმთან?

მოხუცს გაეღიმა და უპასუხა:

-ახლა სწორედ საავადმყოფოდან მოვდივართ, ჩემი ვაჟი დაბადებიდან უსინათლოა და თვალი დღეს პირველად აეხილა.

მორალი: ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ისტორია და ვიდრე მათ განსჯით დარწმუნდით, რომ ამის უფლება გაქვთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment