თანამედროვე მსოფლიოსთვის გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და უამრავი კონფერენცია ეძღვნება მის გადაწყვეტას. იტალიელებმა კი გადაწყვიტეს ნაბიჯი წინ გადაედგათ და ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.
პალაცო იტალია გახლავთ შენობა, რომელიც მილანში მდებარეობს და ულამაზესი ვიზუალის გარდა იმითაც გამოირჩევა, რომ აგებულია სპეციალური დანიშნულებით, რათა დაიცვას გარემო.
სპეციალური მასალის წყალობით შენობას აქვს უნარი გაასუფთაოს ჰაერი გამონაბოლქვის, მტვრისა და მავნე ნივთიერებებისგან. ამ ყველაფრის საიდუმლო ტიტანიუმის დიოქსიდსა და ბეტონის კომბინაციაშია. მეცნიერების თქმით, მათ აქვთ უნარი არა მხოლოდ არ მიიღონ დაბინძურებული ჰაერი, არამედ იქ არსებული მავნე ნივთიერებები საერთოდ გააქრონ, რათა ჰაერში შეწოვის შემდეგ ისინი კვლავ დედამიწაზე არ მოხვდნენ, მაგალითად წვიმის საშუალებით.
გარდა ამისა, შენობა მოიხმარს 40%-ით ნაკლებ ენერგიას, რადგან მისი ზედაპირი დაფარულია მზის ენერგიის ამთვისებელი მასალით. იტალიელი მეცნიერების რწმენით, ასეთი შენობების არსებობა დედამიწის დაბინძურების დონეს 2-ჯერ შეამცირებს.