fbpx

„ღვთისმშობლის წილმხვედრობა ზემოთ ჩამოთვლილს სულაც არ ნიშნავს “

ავტორი ჟოლო
35 ნახვა

ღვთისმშობელს ვთხოვ, რომ აგვიხილოს თვალი, გაგვინათოს გონება და მივხვდეთ, მისი წილმხვედრობა არ ნიშნავს, რომ:

* ყველაზე მაგრები ქართველები ვართ, ამიტომ უნდა წამოვწეთ და ჩვენს საქმეს ღვთისმშობელი გააკეთებს;
* ნაგავი უნდა დავყაროთ ყველგან – მთაში, ბარში, გზაზე, ზღვაზე;
* უნდა მოვჭრათ ხეები, დავანგრიოთ სკვერები და მათ ადგილას კორპუსები ავაშენოთ;
* მანქანები ტროტუარებზე უნდა დავაყენოთ;
* პოლიტიკოსებს ხალხი არჩევნების წინ გაახსენდეთ;
* ხალხს გულუბრყვილოდ სჯეროდეთ პოლიტიკოსთა დაპირების;
* მანქანის მართვისას ვიაროთ გადაჭარბებული სიჩქარით და ფეხებზე გვეკიდოს ჩვენი და სხვისი სიცოცხლე;
* რუსეთი – ჩვენი მეგობარია;
* ევროპას და ამერიკას საქართველოსთვის ქართველობის წართმევა უნდათ;
* განსხვავებული კანის ფერის, ეროვნების, რწმენის, სექსუალური ორიენტაციის ადამიანები საშიშები არიან.
ვიმეორებ, ღვთისმშობლის წილმხვედრობა ზემოთ ჩამოთვლილს სულაც არ ნიშნავს და ამ ყველაფრის გაკეთება ცუდი და ხიხიაა.
გილოცავთ ღვთისმშობლობას

რამაზ გიგაური, ასტროლოგი

წყარო:facebook.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment