გსურთ იყოთ სხვებისგან განსხვავებული და უყვარდეთ ყველას – კოლეგებს, ხელქვეითებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს? მაშინ წარმოთქვით ყოველდღიურად 10 ფრაზა:
“მე ასე ვფიქრობ” – ის, რომ თქვენ განსხვავებული აზრი გაქვთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეზე გონიერი ხართ. ამიტომ იმსჯელეთ, მოიყვანეთ არგუმენტები, მხოლოდ ისე, რომ სხვის აზრსაც პატივი სცეთ, რადგან გახსოვდეთ, თავის მხრივ ყველა მართალია!
“შემეშალა” – სულაც არ არის სირცხვილი, აღიაროთ საკუთარი შეცდომა, პირიქით, ეს სხვების თვალში აგამაღლებთ. მნიშვნელობა არ აქვს ვისთან შეგეშალათ, მთავარია აღიაროთ.
“ძალიან კარგი იყო” – ადამიანებს შექება ყველაზე მეტად მოსწონთ. მიეცით სტიმული თქვენს ირგვლივ მყოფებს და შეაქეთ, როდესაც ამას იმსახურებენ.
“მადლობა” – აუცილებლად გადაიხადეთ მადლობა, როდესაც გაქებენ ან კომპლიმენტს გეუბნებიან.
“შეგიძლია დამეხმარო?” – როდესაც დახმარება გჭირდებათ ითხოვეთ თავაზიანად. ამით ადამიანს საჭიროებას აგრძნობინებთ და სტიმულს მისცემთ.
“ვწუხვარ” – ყველა ადამიანი ვუშვებთ შეცდომას, თუმცა მისი გამოსწორება შესაძლებელია, თუ უბრალოდ, იტყვით ამ სიტყვას.
“შეგიძლია მაჩვენო?” – როდესაც რაიმეს გასწავლიან ხშირ შემთხვევაში საჭიროა დააკონკრეტებინოთ, ნუ მოგერიდებათ სთხოვოთ გაჩვენონ პრაქტიკაში თუ სხვაგვარად გაგება არ შეგიძლიათ.
“ნება მომეცი დაგეხმარო” – ბევრ ადამიანს დახმარების თხოვნა სისუსტედ მიაჩნია, ამიტომ თავად შესთავაზეთ მათ დახმარება.
“მიყვარხარ” – უთხარით ეს სიტყვა ყველა ადამიანს, ვის მიმართაც გრძნობთ, ნებისმიერ დროს და ადგილას.
და ბოლოს, ზოგჯერ სჯობს საერთოდ არაფერი თქვათ – თუ გაბრაზებული ხართ და თავში კარგი არაფერი მოგდით, უმჯობესია საერთოდ გაჩუმდეთ და არაფერი თქვათ, ვიდრე ზუსტად არ გეცოდინებათ, რისი თქმა შეგიძლიათ.