fbpx

26-27-28 ივნისი გონიოში -“პრაღის მოგონებებიდან”

ავტორი დეა თავბერიძე
214 ნახვა
0 კომენტარი
2

ამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქმა პრაღის ბედნიერი დღეები შემახსენა. დაუვიწყარი ტურით,  შუა საუკუნეების ციხესიმაგრეში ვახშმობით და პრაღასთან ერთად ასევე ულამაზესი და ისტორიული კარლოვი-ვარით …

ვათვალიერებდი ფოტოებს და შეგრძნებები მიცოცხლდებოდა… მერე მოგონებებმა ბუკნარის საოცარი დღეებიც კინო-ფირად ამოისროლა საიდანღაც – ზღვით,  თეატრალიზირებული დღეებით და ბავშვობაში დაბრუნებით…  ასეთი სისავსის შეგრძნება, რომელიც ამ ტურებს ახლდა, არცერთი მოგზაურობისას არ მქონია. არადა, მანამდეც და მერეც ბევრი ვიმოგზაურე: იტალიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მეგობრებთან თუ სხვადასხვა ტრენერებთან ერთად … მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ლამაზი მოგონებები მომქონდა თან, მაინც მაკლდა ის ჯადოსნობები რაც თამარ საგინაშვილის ველნეს ტურებს ახასიათებს.

თამარის ველნეს ტურებზე ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ცალკე სამყაროში ხარ, რომელსაც ერთ-ერთ ტურზე „ბედნიერების სამყარო“ დავარქვით. თამარმა ზუსტად იცის, როგორ შეგიქმნას სასურველი გარემო და ისე დაგმუხტოს, რომ სამი დღის მადლი მთელი ცხოვრება გაგაყოლოს.

იმ რეალობაშივე, რომელშიც სხვებთან ერთად ცხოვრობ შენს ახალ რეალობას ქმნი და უბრალოდ ტკბები.

აქ არც დამკვირვებლის როლის მორგება გჭირდება და არც ზედმეტი ძალისხმევა, რომ შენთვის სასურველი მდგომარეობა გამოიწვიო. ეს თავისთავად ხდება თამარის და ჯგუფის ენერგეტიკის დამსახურებით.

ჰოდა, როდესაც დალოცვილმა ფეისბუქმა ეს მოგონებები ხელახლა გამიცოცხლა, ვინატრე ტური თამართან ერთად, დავწერე კიდეც ერთ-ერთი ფოტოს კომენტარში სამყაროვ შენთან შეკვეთას ვუშვებ-მეთქი დაააა…

ვერ წარმოიდგენთ ჩემს სიხარულს, როცა ამ დილით, ლეპტოპი გავხსენი და აი, ამ ტექსტს გადავეყარე👇👇

მზე, ზღვა, ახლთახალი სასტუმრო დიდი ნომრებით, აივნებით და ზღვის ხედებით, გასეირნება ევკალიპტის ტყეში, პოზიტიური და ხალისიანი გარემოცვა და მე – მარადიული მოტივატორი😅😅😅

თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში და ვერ ხვდებით, რა ან როგორ შეცვალოთ, ველნესუქმეებზე თქვენ აუცილებლად მიიღებთ პასუხებს.✅✅

თუ ზუსტად იცით, საით მიდიხართ, იპოვით საუკეთესო გზას✅✅.

ხოლო, თუ საერთოდ არ იცით, რა გინდათ, მშვიდდებით და სწავლობთ როგორ მიყვეთ დინებას, რომელიც თვითონ მიგიყვანთ იქ, სადაც უნდა მიხვიდეთ✅✅

ვინც უკვე მოდიხართ:)) ან ფიქრობთ წამოსვლას, მომწერეთ: მოვდივარ და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ტურის შესახებ.💯💯💯💯💯💯

აი, ასე მეგობრებო, უბრალოდ ვინატრე და მომეცა, – ამჯერად სამდღიანი ტური გონიოში და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თამარ საგინაშვილთან ერთად.

ასე რომ, თქვენც თუ გინდათ ნამდვილი განტვირთვა იგემოთ აუცილებლად შემოგვიერთდიიით „ბედნიერების სამყაროში“.

ეს იქნება თქვენი დაუვიწყარი დღეები, სასურველი შედეგებით, რომელსაც მერეც ძალიან, ძალიან დიდხანს გაიხსენებთ.

გონიოს სამდღიანი ველნეს უქმეები გელით26, 27, 28 ივნისი

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ Wellness Academy Georgia 

ან მისწერეთ თამარ საგინაშვილს 🌺

სიყვარულით დეა თავბერიძე

0 კომენტარი
2

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი