,,ოცნების ასრულების საიდუმლო შედგება ოთხი სიტყვისგან: ცნობისმოყვარეობა, გამბედობა, თავდაჯერებულობა და სიმტკიცე. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგან თავდაჯერებულობაა. თუ შენ გჯერა რამის გჯეროდეს უპირობოდ, ბოლომდე!” – ეს სიტყვები ლეგენდარულ ადამიანს უოლტ დისნეის ეკუთვნის .
მას ეჭვი არასოდეს შეჰპარვია საკუთარი ძალებში, არც მაშინ, როცა სამსახურიდან წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარის არქონის გამო გამოუშვეს და არც მაშინ, როცა დისნეილენდის პროექტის დასაფინანსებლად ინვესტორებმა 302-ჯერ გაისტუმრეს უარით.

ეს იყო ადამიანი, რომელმა 40 დოლარით და ერთი დაუსრულებელი ანიმაციური ფილმით საკუთარი სტუდიის შექმნა დაიწყო.
დისნეის სტრატეგიის არსი პრობლემის – საკითხის სამ პერსპექტივით ხედვაში მდგომარეობს.
ეს არის: მეოცნებე, რეალისტი და კრიტიკოსი.
აზროვნების სამივე ტიპი ყველა ადამიანში დევს საჭიროა სამივეს სათანადოდ გათვალისწინება.
სწორედ ამ მეთოდის პრაქტიკაში დანერგვა დაედო კომპანიის წარმატებას საფუძვლად.
ამ მეთოდს სიცოცხლის ბოლომდე იყენებდა გენიალური რეჟისორი, სცენარისტი, ბიზნესმენი და შოუმენი.
მიეცით თავისუფლება თქვენს აზრებს, ოცნებებს, წარმოსახვებს, – ეს არის მეოცნების პოზიცია.
იფიქრეთ როგორ შეძლებდით თქვენი ოცნების პრაქტიკულ რელიზებას?
რა უნდა შეცვალოთ იმისთვის, რომ ოცნება უფრო რეალური გახდეს? – ეს რეალისტის პოზიციაა.
მესამეში – კრიტიკოსის ამპლუაში, შეამოწმეთ და შეაფასეთ თქვენი გეგმა. დაფიქრდით თუ საჭიროებთ სხვა ადამიანებთან თანმშრომლობას და რა შეიძლება დაინახონ მათ თქვენს გეგმებში.
რას მიიღებთ ამ გეგმის რელიზებით?
რა გამოტოვეთ? რა ვერ დაინახეთ წინა ორ პოზიციაში ყოფნისას?დაიმახსოვრეთ: კრიტიკოსი აკრიტიკებს პროექტს და არა მეოცნებეს ან რეალისტს .
შეიტანეთ თქვენს გეგმებში ყველა ის ცვლილება რაც რეალისტისა და კრიტიკოსისგან ისწავლეთ.
ამ მეთოდზე დაყრდნობით დისნეიმ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია შექმნა.
ცდად ღირს, რას იტყვით?!
თქვენ ყველაზე ხშირად რომელ პოზიციაში გიჭირთ ყოფნა და როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?!
წყარო: ფსიქოთერაპია ეკა ჩემიასთან – Psychotherapy with eka chemia