fbpx

ამოიღეთ სიტყვა „სრულყოფილი“ ლექსიკონიდან – დაამარცხეთ პერფექციონიზმი!

ავტორი Ann
1.1K ნახვა

ამოწმებთ სწორად კიდია თუ არა სურათის ჩარჩო, ან რამდენჯერმე კითხულობთ უკვე წაკითხულ წერილს, რათა დარწმუნდეთ, რომ იქ შეცდომა არ არის, ან უყურებთ რამდენად უნაკლოა თქვენს მიერ დალაგებული სახლი? ე.ი. თქვენ პერფექციონისტი ხართ.

როგორც წესი, ასეთ ადამიანებს თავად აწუხებთ საკუთარი მდგომარეობა, რადგან იციან, რომ ეს მათ ზიანს აყენებს. რა ზიანი მოაქვს პერფექციონიზმს ადამიანისთვის:

აფერხებს თქვენს პროდუქტიულობას – ის ხშირად დაკავშირებულია დამარცხების შიშთან, რაც ზრდის იმის შანსს, რომ თქვენ ნაბიჯებს ნელა დგამთ, აჭიანურებთ. რაც უფრო ბევრს ფიქრობთ ნაბიჯის გადადგმამდე მით უფრო დიდია შანსი, რომ რაღაც გამოგრჩეთ.

ხელს უშლის თქვენს პირად ურთიერთობებს – პერფექციონისტები ძალიან მომთხოვნები არიან სხვა ადამიანების მიმართაც. შესაძლოა არ მოგეწონოთ საყვარელი ადამიანის მიერ დალაგებული სახლი.

 გვნებთ ფიზიკურად – გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ უნდა იყოთ იდეალური თქვენ ფიზიკურადაც განადგურებთ, გაგდებთ დეპრესიაში.

როგორ დავძლიოთ პერფექციონიზმი:

 მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები – თუ თქვენი გონება გადანაშაულებთ, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ, შეისვენეთ და დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ტრაგედია არ მომხდარა.

ამოიღეთ სიტყვა „სრულყოფილი“ ლექსიკონიდან – ამ სიტყვის გამორიცხვა თქვენი სალაპარაკო ლექსიკიდან დაწევს იმ წარმოუდგენლად მაღალ სტანდარტებს, რომელიც გაქვთ.

 დაინახეთ პერსპექტივა – დასახეთ გეგმა და დაიჯერეთ, რომ თქვენ მას აუცილებლად მიაღწევთ და ამისთვის სრულყოფილება სულაც არაა საჭირო.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment