fbpx

“არადროს და არავინ ვიცით სხვისი ამბავი სრულად. ამიტომ, ფრთხილად”…

ავტორი ჟოლო
3.8K ნახვა

როგორმე რომ შეიძლებოდეს საერთოდ არავის საერთოდ არავინ სძულდეს, რა მოხდებოდა ნეტა? ასე მგონია, რამე საჩუქარს მოგვიმზადებდა ბუნება ამისთვის ☀️

მაგალითად შეიძლება ყველა ხე მარადმსხმოიარე გამხდარიყო ან მსოფლიოს ყველა მდინარე  ბოლომდე დაწმენდილიყო, სტრილურობამდე ან არც არაფერი შეცვლილიყო გარეგნულად, მაგრამ გულში თუ გულს მიმდებარედ რაღაც უცხო და  მარადიული  სიხარული ჩაგვსახლებოდა ძალიან ფრთხილად,  გამჭვირვალედ,  ადგილის დაუკავებლად – არავის სიძულვილის განუზომელი სიხარული.

☀️ კიდევ კარგი, დროებითია ეს ყველაფერი: ყველა ზრიალა შიში, ყველა მარტოობა, ყველა გაიძვერობა, ყველა სიბინძურე, ყველა სიყალბე, ყველა ხელის კვრა, ყველა უბადრუკი როლი, ყველა მძიმე და უსამართლო ხმაური და კიდევ კარგი, რაღაც საიდუმლო შუქი გადაურჩათ ზოგიერთებს (არც ისე ცოტას),  რომ სამუდამოდ არ დავიკარგოთ ამ უკუნეთში.

💛 რომ მკითხონ ყველაზე უკეთ რა ვისწავლე ამ ნახევარსაუკუნოვანი სიცოცხლიდან, ვუპასუხებ: არადროს და არავინ ვიცით სხვისი ამბავი სრულად. ამიტომ, ფრთხილად…

☀️ რაც ოდესმე დამიწერია, ეძღვნება მათ, ვისი ქომაგიც არავინაა. ვისი სახლიც ოთხი ხელჩაკიდებული ქარია. ვისი ძილიც ქვაშია ჩათესილი და ვისი ღვიძილიც – იმავე ქვაში. ვისაც არავინ ეძებს, როცა უფსკრულთა ყბებით ქუცმაცდება.

მაია სარიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment