,,თუ ბედნიერება გინდა, გარშემომყოფებს უნდა დაეხმარო, რომ ისინიც ბედნიერები იყვნენ. მაშინ და მხოლოდ მაშინ შეგიძლია ამ მდგომარეობის განცდა.
შენ ირგვლივ ბედნიერების ატმოსფერო უნდა შექმნა. თუ ყველა უბედურია, შენ როგორ იქნები ბედნიერი? ეს შენზეც იქონიებს გავლენას. ქვა ხომ არა ხარ, ძალიან დელიკატური არსება ხარ, ძალიან სენსიტური. თუ შენ ირგვლივ ყველა უბედურია, მათი უბედურება შენც შეგეხება. უბედურება სხვა ნებისმიერი დაავადებასავით ინფექციურია. ნეტარებაც ინფექციასავით ვრცელდება. თუ სხვებს გააბედნიერებ, საბოლოოდ აღმოაჩენ, რომ თავად გაბედნიერდი. ადამიანი, რომელიც ნამდვილად დაინტერესებულია, რომ ბედნიერი იყოს, ყოველთვის დაინტერესებულია სხვების ბედნიერებით – მაგრამ არა მათ გამო. ღრმად რომ ჩავიხედოთ, ის დაინტერესებულია საკუთარი თავით, სწორედ ამიტომ ეხმარება სხვებს. თუ ამ სამყაროში ყველას ასწავლიან თავკერძობას, მთელი სამყარო ბედნიერი იქნება. შეუძლებელი იქნება უბედურება.
ასწავლეთ ყველას ეგოისტობა – სწორედ აქედან ამოიზრდება არაეგოისტურობა. არაეგოისტურობა უსაზღვრო ეგოიზმია – შეიძლება თავიდან ასე არ მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოოდ ხომ ის თავად თქვენ გგვრით კმაყოფილებას.
შემდეგ ბედნიერება მრავლდება: რამდენი ბედნიერი ადამიანიცაა თქვენ ირგვლივ იმდენი ბედნიერება გეფრქვევათ თავზე… საუცხოოდ შეიძლება იყოთ.”
ოშო
სიყვარული, თავისუფლება, მარტოობა
წყარო: ლილა