fbpx

„… და კარგი ბედიც გექნებაო“ – ბედობა, გოგა ჩანადირი და შალიკო პაპას რჩევა

ავტორი ჟოლო
253 ნახვა

„შალიკო პაპას, საგარეჯოელ მოხუცს ახალი წელი რომ მივულოცე, მითხრა, სიტკბოს შერჩი და კარგი ბედი გქონოდესო.

ვუთხარი, კარგი ბედი ჩემზე არ არის დამოკიდებული, გარემოც ახდენს გავლენას-მეთქი.

აბა, მამხედე შენა – მრავლმინშვნელოვნად შემომანათა ჭაობისფერი თვალები – გულში არავის შური არ ჩაიდო, ბოღმიანი არ იყო, არ გაილანძღო და კარგი ბედიც გექნებაო.

მე არ ვიცი, ცრურწმენაა თუ დროით დაცდილი ჭეშმარიტება, რომ ახალი წლის მომდევნო დღე ბედობაა,
მაგრამ ვიცი, რომ არავისი მშურს, ბოღმა არ მაქვს, არ ვილანძღები. ამიტომ, შალიკო პაპას თუ დავუჯერებთ, კარგი ბედი უნდა მქონდეს.
შურის, ბოღმისა და ლანძღვის გარეშე ცხოვრება დაგბედებოდეთ“.

გოგა ჩანადირი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment