fbpx

“დედებო, ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას!!!”

ავტორი ნინო გონგაძე
261 ნახვა

“დედებო, ნუ ართმევთ ბავშვებს ბავშვობას!

“ვაიმე ხელი არ მოკიდო ხეს, ფოთლებს, კარუსელს, ინფექციააა”…ხშირად მესმის ეს სიტყვები. არ ვიცი სხვა მშობლის, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა ტალახის ტორტებს ვაცხობდით და დაფნის წვნიანს ვამზადებდით.

დღეს რომ კარგი დიასახლისი ვარ, ალბათ, იმ გამომუშავებული შრომის დამსახურებაა, ბავშვობაში გულმოდგინედ რომ ვზელდი ტალახს. დღეში 20- ჯერ ხელის დაბანით და “არ შეეხო” -ს ძახილით იმუნინეტსაც უკლავთ ბავშვს…

მე არ ვიცი ბავშვი, რომელიც ბურთის თამაშის დროს არ დაეცემა, მაგრამ ონკანისკენ არ გარბის. ეს სისუფთავე არ არის, ეს ბავშვობის წართმევაა შვილებისთვის. მუხლებზე ახლაც მემჩნევა “გასწრობანას” დროს ნატკენი იარები და ისე მიყვარს, თითქოს ყველა იმ იარაში დარბის ჩემი ცელქი წლები.

ხანდახან ისე მინდა კიდევ სილაში თამაში. მაინტერესებს რა გაახსენდება ონკანაწებებულ ბავშვს? ძალიან სუფთაა ვითომ? შეიძლება არის კიდეც, მაგრამ მე ის მაქვს, რაც მათ არასოდეს ექნებათ (ზოგიერთი დედის წყალობით), თავისუფალი თამაშისა და ბუნების მტვერთან ჩახუტების ჰარმონია…

დედებო ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას!!!”

თამუნა ხელაძე (პოეტი, ლექტორი)

მსგავსი სტატიები

Leave a Comment