fbpx

„დღეს უკვე ყველა შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ ადამიანს არ უჭირდეს ფინანსურად“…

ავტორი ჟოლო
881 ნახვა

ხშირად მეკითხებიან – “როგორ გავხდე წარმატებული?”

აქ არ არსებობს ცალსახა პასუხი, რადგან გააჩნია – ვინ რას ეძახის წარმატებას.

ჩემი აზრით წარმატება – ეს არის როდესაც ზუსტად იცი რა გინდა ცხოვრებაში და ცხოვრობ ისე, როგორც შენს გულს უხარია, ანუ ფასეულობებისა და ძლიერი მხარეების თანახმად.

ამისთვის კი საჭიროა:

1. შინაგანი სიმწიფე. ეს ნიშნავს გქონდეს “კავშირი რეალობასთან” და “კავშირი საკუთარ თავთან”. “კავშირი რეალობასთან” ნიშნავს – “აცნობიერებდე, რაც ხდება რეალობაში და აღიარებდე, თუ სად არის აქ შენი გავლენის, კონტროლისა და პასუხისმგებლობის ზონა”. “კავშირი საკუთარ თავთან” ნიშნავს – “აცნობიერებდე და აღიარებდე, რაც ხდება შენში – რას ფიქრობ, რას გრძნობ, რა გინდა და რა არ გინდა”.

2. მდუღარე სურვილი და მოქმედება იმის მიმართულებით რაც გინდა. მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს პირველ ადგილზე არ უდგას წარმატება, ის ვერ შეძლებს ექსტრაორდინალური შედეგების დადებას, ხოლო ყოველივე ზემოთ ხსენებული მხოლოდ მდუღარე სურვილს მოჰყავს მოქმედებაში.

3. თანხმობა და გახსნილობა. თუ ზუსტად არ იცი რა გინდა, სცადე ყველაფერი. დათანხმდი ნებისმიერ სამსახურს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ ვერ ერკვევი და არ გაინტერესებს. ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ტესტავ და ამ თუნდაც გაურკვეველი მცდელობების პროცესში, ძალიან ბევრ რამეს გაიგებ საკუთარი თავის შესახებ.

როდესაც “ახალ ცხოვრებას” ვიწყებდი, ჯერ პირდაპირი გაყიდვების კომპანიაში მოვხვდი, შემდეგ ქსელურ მარკეტინგში… ვერც ერთს ვერ ვიტანდი და ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს საქმიანობები არასოდეს გახდებოდა ჩემი “გულის საქმე”, მაგრამ დღეს უზომოდ მადლიერი ვარ მათი, რადგან სწორედ იმ კომპანიებმა შეასრულეს ხიდის როლი და დამეხმარნენ იმის პოვნაში, რასაც დავუკავშირე ჩემი ცხოვრება.

4. პირველი დონე. ადამიანმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დახუროს ფინანსური უსაფრთხოების დონე. მადლიზა დღეს უკვე ძალიან ადვილია ამის გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ მამაკაცი, უბრალოდ, ვალდებულია – იყოს ძალიან მდიდარი და თუ ეს ასე არაა, ესეიგი ის აყოვნებს 100%-იანი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.

5. გარემოცვა. მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო. მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, ადამიანები ყოველთვის ახდენენ გავლენას ჩვენზე. ისინი ან გვექაჩებიან ქვევით, ან გვეხმარებიან ზრდასა და განვითარებაში.

მოკლედ, დღეს უკვე ყველა შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ ადამიანს არ უჭირდეს ფინანსურად და ცხოვრობდეს სავსე და ბარაქიანი ცხოვრებით.

როგორც ყოველთვის – არჩევანი შენზეა!

გიორგი თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment