fbpx

„იცხოვრე და დატკბი“…

ავტორი ჟოლო
354 ნახვა

ათასწლეულები გავიდა და ყველაფერი დაიწყო ასე “იცოცხლე, გადარჩი”…ადამიანები იბრძოდნენ და იბრძვიან დღესაც საკუთარი თავის გადარჩენისთვის, ვინ ლუკმა-პურისთვის და ვინ ძვირფასეულობებისთვის, ტერიტორიებისთვის, ძალაუფლებისთვის, ტახტ-სკამებისთვის, სიყვარულისთვის, ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის….

რა ცოტა ჩამონათვალია, არადა საუკუნეები გავიდა და დღესაც ამისთვის ვიბრძვით, ვერ დავზავდით, ცხოვრება ვერ ან არ ვისწალეთ…. ცნობიერი არ ღებულობს, რომ სამყარო რომელიც მილიარდი ამ ისტორიის მომსწრე გამზრდელია, უკეთესი გახდეს, ჰქონდეთ ის რასაც მიზნად დაისახავენ, თუმცა არა ბოროტებაზე გაგებული გზით მისული ქუჩებით…

დაგვეზეპირებინა მაინც, თუ ვერ ვსწავლობდით, რომ სიკეთეს, კეთილდღეობას და სიყვარულს არაფერი აქვს სართო, ძალადობრივ მიღწევებთან…ადამიანი დღეს არ უნდა ამაყობდეს იმით რომ წაართვა, აჯობა, დაჩაგრა და აშ… საუკუნეები გავიდა უამრავი ჰუმანური რეფორმა გვაქვს, მაგრამ არცერთი არავის არაფრისგან გვიცავს…. ვერც დაგვიცავს, სანამ ცნობიერს დილის სალამივით არ “გაუჯდება ჩაუსახლდება”

რომ

თითოეული უნიკალურები ვართ,

რომ

თითოეული სამყაროს უკეთესად შესაცვლელად დავიბადეთ,

რომ

ჩვენ მიღწევებს სიკეთის, ქცევის და სიყვარულის ძალა ასხავს ფრთებს…

როდესაც მსოფლიოს ბალიშის ქვეშ ამოდებული არ ექნება პატარა ბროშურა “იცხოვრე და გადარჩი” და მას ჩაანაცვლებს “იცხოვრე და დატკბი” მაშინ გახდება მსოფლიო უკეთესი …

თამარ ბოკერია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment