ან გამოფხიზლდები ან დაივიწყე საქართველო და მასზე წუხილი.
ერთი საერთო გვაქვს ქართველებს, პრობლემა ყოველთვის ვიღაცის ბრალია. ამერიკის ბრალი, რუსეთის ბრალი, მიშას ბრალი, ბიძინას ბრალი…
მანამდე მონღოლების, არაბების, ირანელების, თურქების..
ყველას ბრალია ოღონდ არა შენი.
ამიტომ თამამად შეგიძლია ლანძღო და აგინო უკანასკნელი სიტყვებით. და ვერ ხვდები რომ შენც იგივე რეალობას ქმნი და ემსახურები. მანტრასავით იმეორებ, ავრცელებ, ამრავლებ და მასში ცხოვრობ. ამიტომ სულ მუდამ “დაგრუზული” ხარ, აბა რა ქნა ამ ცხოვრების დედაც, რა მართალი არაა?
მაგრამ ეს რომ არაა გამოსავალი მაგას ვეღარ ხდები. ეს თვითგანადგურების შელოცვაა. შავი მაგია რომელშიც ყველა ერთიანად ჩართულია.
ერთადერთი გამოსავალი ისაა რომ მიხვდე თავი ამოყო ცოტა ხნით მაინც ამ კოშმარიდან და პირველ რიგში საკუთარი თავი იპოვნო, მიიღო ავიან კარგიანად. დამშვიდდე, დალაგდე და თუ საჭიროა ამ მდგომარეობიდან იმოქმედო. სალანძღავი სიტყვები, სასიკეთო სიტყვებით შეცვალო.
აგრესიას აგრესიით ვერ მოვიცილებთ. ეს “ლომკა” უფროა, იმდენად შეეჩვიე გაიჟღინთე ამით რომ თვითონვე ეძებ, მოთხოვნილება გაქვს უკვე.
უბრალოდ იფიქრე რით შეგიძლია დაეხმარო, როგორ გამოთქვა პროტესტი, აზრი შეურაცხყოფის გარეშე…
ოხვრა, გინება, გვემა არაფერს იძლევა.
გაგა ბარბაქაძე