გულის გახსნა ნიშნავს წყენების დამუშავებას, გაშვებას, მათგან გათავისუფლებას და სიმშვიდის მოპოვებას… როცა ამას აღწევ, პატიებას სწავლობ და ცხოვრებას საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების განსჯის გარეშე იწყებ, შედეგად მადლიერებით ივსები და სამყაროც ყველა იმ კარს გიღებს, რომელიც მანამდე ჩარაზული იყო შენთვის. სამყაროს კანონის თანახმად რა შინაგანი მდგომარეობაც გაქვს იმასვე იზიდავ.
ამ შინაგანი მდგომარეობის მისაღწევად აუცილებელია გულის ენერგეტიკული ცენტრის ბალანსი. ანაჰატა, ამ და სხვა საინტერესო და ცვენტვის საჭირო დეტალებზე კუნდალინი იოგის, სერთიფიცირებული ექსპერტი მარინა კვატაია გვესაუბრება:
მარინა კვატაია: მეოთხე ენერგეტიკული ცენტრი ანაჰატა სასწაულია, ის განლაგებულია გულის ფიცრის ტერიტორიაზე და არის ხიდი ზედა და ქვედა სამკუთხედს შორის. ეს არის ბალანსი, ჰარმონია, საკუთარი თავის სიყვარული, უპირობო სიყვარული, წარმატება და წყენების ტრანსფორმაცია.
სწორედ წყენა არის ის ენერგეტიკული ბლოკი რომელიც ჩვენს ენერგიას ჭამს და ხელს გვიშლის წინსვლასა და წარმატებაში.
კუნდალინი იოგაში სპეციფიკური ვარჯიშებით და მედიტაციებით ჩვენ ვაბალანსებთ ამ ენერგეტიკულ ცენტრს.
პროცესს განსაკუთრებული შედეგი აქვს როდესაც დაბალი სამკუთხედი, ანუ სამი პირველი ჩაკრა არის ბალანსში.
თითოეული ჩაკრა ერთმანეთს აძლევს ენერგიას და ჩაკრების ბალანსი ეს არის მთელი სისტემა რომელიც ბალანსდება და ის დამოკიდებულია თითოეული მათგანის თანამშრომლობაზე და ურთიერთ კავშირზე.
პირველი ჩაკრა- ინსტინქტი
მეორე ჩაკრა – ემოცია
მესამე ჩაკრა – დისციპლინა
არ იქნება სრულყოფილი თუ მათ ანახატა თავის სიყვარულის ენერგიას არ გაუგზავნის.
ჩვენ ძალიან ხშირად სწორედ მეოთხე ენერგეტიკული ცენტრის ბალანსი გვაკლია. ამბიცია, მიზნის მიღწევა და ნებისმიერი სხვა დაბალი სამკუთხედიდან წამოსული სურვილი არაფერია თუ მასში სიყვარული არ ფიგურირებს.
ანახატა ბალანსში ეს არის ემოციების მართვა და გზა წარმატებისაკენ.
დაბალანსირებული გულის ჩაკრა ეს სრულყოფილი ცხოვრებაა
ანახატას სტიქია არის ჰაერი.
მას პრანაიამა სუნთქვის სავარჯიშოებიც აბალანსებს.
ივარჯიშე კუნდალინი იოგა, შეასრულე პრანაიამა, ისეირნე ბუნებაში, გაუხსენი შენი გული სამყაროს და იგრძენი სამყაროს გულის ფეთქვა შენს სხეულში.
ასევე შეგიძლია დაესწროთ სპეციალურ ტრენინგს – “გულის ჩაკრის ბალანსი”
ამ ტრენიგის დროს ჩვენ გავწმენდთ წყენებს, ანუ სამ პირველ ჩაკრას დავამუშავებთ და დავაბალანსებთ გულის ენერგეტიკულ ცენტრს.
✔ სამი ჩაკრის დამუშავება.
✔ კრია- იოგის სავარჯიშო და მედიტაცია.
✔ წყენების დამუშავება და სურვილის სწორი მანიფესტაცია.
✔ გულის ენერგეტიკული ცენტრის დაბალანსება.
გახსენი შენი გული და სამყარო გაგიღებს ყველა კარს 💟
რეგისტრაცია:
ტრენინგი ჩატარდება 16 ივლისს, 19:00
💰ტრენინგის ღირებულება 55 ლ
დანიშნულება: კურსის საფასური.
გადახდის ქვითარი გამოგზავნეთ ელფოსტაზე: jolopress@gmail.com
ამის შემდეგ მიიღებთ zoom-ის დახურული ჯგუფის ბმულს, სადაც გაიმართება შეხვედრა ლაივ-ფორმატში.
წარმატებებს გისურვებთ
⭐️ ეს ტრენინგი ტარდება JOLO-მარათონის ფარგლებში “ჟოლოს” პროექტების მხარდასაჭერად.
სხვა ტრენინგების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ