fbpx

უსაზღვრო სიყვარული შენშია… ერთხელაც ამას აღმოაჩენ…

ავტორი ჟოლო
1,012 ნახვა

სიყვარული რომელიც შენშია უსაზღვროა. ამაშია ცხოვრების მისტიკა – როგორ იტევ უსასრულო სიყვარულს. როგორ ვერ ხედავ ამას – ეს ცხოვრების ოხუნჯობაა. როგორ ვერ ხედავ იმას, რაც ასეთი ცხადია – ეს მხოლოდ თეატრალური წარმოდგენის ილუზორულ ძალას შეიძლება მივაწეროთ.

     შეიძლება საკუთარ თავში ახლა ვერ ხედავ სიყვარულს, მაგრამ იცოდე – შემთხვევით სხვაში თუ დაინახე, თუ გაგიმართლა იმდენად, რომ ერთი ადამიანი მაინც შეგხვდა ცხოვრებაში ვისშიც სიყვარული დაინახე – მაშინ იცოდე, რომ ის შენშიცაა. არ შეიძლება ერთ ვინმეში იყოს სიყვარული და მეორეში არა. ადამიანის მექნიზმი ერთია. შეიძლება გარეგნულად განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან, მაგრამ ძალიან შიგნით, არანაირი განსხვავება არაა.

      უსაზღვრო სიყვარული შენშია. ერთხელაც ამას აღმოაჩენ. ნახავ რამხელა სიღრმეა შენში და რამხელა სიტკბო. ნახავ, რომ ამას ვერავინ გაიგებს. მხოლოდ შენთვის გეცოდინება. ასეთი სიყვარული გამოუთქმელია. მასზე არავინ ლაპარაკობს. იმ ცოტათაგან ვინც ის იპოვნა.

      უსაზღვრო სიყვარული ვლინდება უსაზღვრო ზრუნვაში, რომელიც სპონტანურია და ჩუმი. არ შეიძლება სიყვარული იყოს ხმაურიანი. მისი ხმა ნატიფია. მისი გამოვლენის გზები- შეუცნობელი. არ შეიძლება ზრუნვა გახმაურდეს. ზრუნვა რომელზეც მე ვსაუბრობ არცერთ ქმედებაში არ გამოიხატება. თუმცა არის სხვა ნაწილი, რომელიც ქმედებაშიც გამოიხატება.

     ჯეი გურუ დევ 🌺

წყარო: Shivo Ramadatta

მსგავსი სტატიები

Leave a Comment