fbpx

მაღაზია, სადაც ქალებს შეეძლოთ აერჩიათ და ეყიდათ ქმარი

ავტორი ჟოლო
46 ნახვა
0 კომენტარი
0

ერთ ქალაქში გაიხსნა მაღაზია, სადაც ქალებს შეეძლოთ აერჩიათ და ეყიდათ ქმარი. შესასვლელში იყო აბრა, სადაც მაღაზიის წესები ეწერა:

თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ მაღაზიას მხოლოდ ერთხელ!

მაღაზიაში 6 სართულია და მამაკაცების ხარისხი იზრდება სართულის ნომრის მიხედვით.

თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი მამაკაცი რომელიმე სართულზე ან ახვიდეთ ზედა სართულზე.

ქვედა სართულზე დაბრუნება აკრძალულია.

ერთმა ქალმა გადაწყვიტა მისულიყო ამ მაღაზიაში და მეორე ნახევარი ეყიდა.

შევიდა მაღაზიის პირველ სართულზე და წაიკითხა აბრა: “კაცები, რომლებიც მუშაობენ”.

იგი მაშინვე მეორე სართულზე გაემართა.

აბრა მეორე სართულზე: “კაცები, რომლებიც მუშაობენ და უყვართ ბავშვები”.

ქალი წავიდა მესამე სართულზე,

აბრა: “კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები და ლამაზები არიან”,

“რა მაგარია” – გაიფიქრა ქალმა და წავიდა მეოთხე სართულზე.

აბრა მეოთხე სართულზე: “კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები, სიმპათიურები არიან და ეხმარებიან დიასახლისობაში ქალებს”.

“დაუჯერებელია!” – წამოიყვირა ქალმა – “მიჭირს თავის შეკავება!”

მაგრამ, მაინც წავიდა მეხუთე სართულზე.

წარწერა მეხუთე სართულზე: “კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები, სიმპათიურები არიან, იციან ქალის ფასი, პატივს სცემენ მას, ეხმარებიან დიასახლისობაში და ძალიან რომანტიულები არიან.”

ქალს ძალიან უნდოდა დარჩენილიყო ამ სართულზე და აერჩია მამაკაცი, მაგრამ მაინც დაძლია საკუთარი სურვილები და წავიდა შემდეგ სართულზე.

მეექვსე სართულზე წაიკითხა წარწერა:

“თქვენ ამ სართულზე ხართ სტუმარი № 314561025, აქ კაცები არ არიან, ეს სართული არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ქალების სურვილებს არ აქვს საზღვარი. მადლობას გიხდით რომ გვეწვიეთ!”

ხოლო ქუჩის მეორე მხარეს იყო “ცოლების მაღაზია”.

პირველ სართულზე იყო “ლამაზი ქალები”.

მეორე სართულზე – “ლამაზი ქალები, რომლებსაც უყვართ სექსი.”

— როგორი ქალები იყვნენ შემდეგ სართულზე, არავინ იცის. იქ ჯერ არცერთი მამაკაცი არ შესულა!”

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი