როცა სექტემბერში მოქშა ფეიქარი საქართველოში ჩამოვიდა, ჰელინგერის სამდღიანი ტრენინგი უკვე დაგეგმილი გვქონდა. მსურველი ბევრი იყო, თუმცა, ყველას დასწრება ტრენინგზე ვერ მოხერხდა.
შევიკრიბეთ 33 მონაწილე და ყველანი იმ მორფოგენულ ველში გავერთიანდით, რომელმაც საოცრებების მოწმე გაგვხადა.
📣 ბერტ ჰელინგერის „სისტემურ განლაგებაში“ ერთი შეხედვით იქმნება სცენა, სადაც მონაწილეები სხვადასხვა “გმირს” განასახიერებენ … თუმცა, სცენაზე არ არის თამაში, აქ ყველა რეალურ განცდებს გადმოსცემს, იქმნება ოჯახური მეხსიერების ველი და ამ ველში მყოფი ადამიანები გრძობენ, ფიქრობენ, საუბრობენ და მოქმედებენ ზუსტად ისე, როგორც ისინი განიცდიდნენ, ვისი როლიც ამ კონკრეტული თემის დასამუშავებლად მოირგეს. ამ მეთოდის მიხედვით იმ პრობლემების დამუშავებაცაა შესაძლებელი, რომელიც მემკვიდრეობით გადმოცემულმა მახსოვრობამ შემოინახა. ანუ იმ შეცდომებისგან და ე.წ დანაშაულებისგან განწმენდა და განკურნება ხდება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩაიდინეს და უნებურად ჩვენზე პრობლემად აისახა.
სცენაზე ბევრის ისტორია გათამაშდა და დალაგდა. სხვადასხვა პერსონაჟებად გარდასახული რეპრეზენტატორები (ანუ მთავარი გმირის წარმომადგენლები) მათთვის უჩვეულო, ხმას, ქცევას, ხასიათს იღებდნენ…
იმდენად გამაოგნა იმან, რასაც ვხედავდი და თვითონ პროცესიც იმდენად მავსებდა, რომ საერთოდ არ მიფიქრია რომელიმე ჩემი საკითხი გამეტანა განლაგებაზე… და აი, შეხვედრის ბოლო დღეს მოქშამ მოულოდნელად მითხრა, რომ ნელესის ცხოვრების წრეს “გავითამაშებდით” და მე ვიმოგზაურებდი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში, – დაბადებიდან დღემდე. მოულოდნელი იყო და მართალი გითხრათ ცოტათი დავიბენი. რაღაც დოზით წინააღმდეგობაც გავუწიე , სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ საბოლოოდ ცნობისმოყვარეობამ მძლია და მოქშას მითითებებს მივყევი.
შევარჩიე რეპრეზენტატორები, ანუ ადამიანები რომლებიც წარმოადგენდნენ ჩემს თავს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
საოცარი შეგრძნება დამეუფლა, როდესაც დაბადებამდე ჩემს “მეს” შევხვდი, ვიყავი უბედნიერესი, თითქოს ირგვლივ ყველაფერი ბრჭყვიალებდა და საოცარ ნეტარებას განვიცდიდი. მსგავსი შეგრძნება ჰქონდა ჩემს რეპრეზენტატორსაც. (ეს დღემდე მომყვება) ამის შემდეგ იყო ბავშვობა, ახალგაზრდობა, აწმყო და უახლესი მომავალი.
ჩემი ყოველი „მე“ წარმოადგენდა ჩემს დამხმარეს და სწორედ მათი ანუ რეპრეზენტატორების მეშვეობით ხდებოდა იმის დალაგება რაც მე რეალურ ცხოვრებაში ვერ მოვახერხე, ხდებოდა იმის აღმოჩენა რაც ჩემი ცნობიერების მიღმა იყო…
ისინი ჩემს წინამძღოლებად იქცნენ, თუმცა იყო მძიმე ეპიზოდებიც, – პერიოდები, რომელთაც მინდოდა გავქცეოდი.
საშინელი მიუღებლობა მქონდა საკუთარი თავის (ახალგაზრდობის პერიოდში) და ესეც იქ აღმოვაჩინე, ჩემი წარმომადგენლის პირისპირ მდგომმა გაქცევა დავაპირე, მაგრამ ამჯერად ვერ გავიქეცი … იქვე იმასაც მივხვდი, რომ საკუთარ თავს ადრე ბევრჯერ გავქცევივარ .
ისიც აღმოვაჩინე, რომ ზრდასრულ ასაკში, ჩემში არსებული ბავშვი მმართავდა და იმ ბრაზს, წყენასა და შიშს აღვივებდა, რომელიც პატარამ ვერ მოვიშუშე… შიშის დაძლევა შემაძლებინა ამ განლაგებამ… კიდევ ბევრი რამ იყო, რაც მერე დროთა განმავლობაში დალაგდა…
განლაგების დროს ერთ-ერთი რეპრეზენტატორი, რომელიც ჩემს ახალგაზრდობას წარმოადგენდა იატაკზე გაწვა – ძალიან ცუდად ვარო… მერე ხელი მუცელზე დაიდო და მტკივაო, ხმით ატირდა.
ვერ მივხვდი რა ხდებოდა, რატომ ვერ წყნარდებოდა, რატომ ხოხავდა იატაკზე და რატომ იმეორებდა სიტყვას – მტკივაა… მაშინ მისმა ამ საქციელმა გამაკვირვა, ცოტათი გამაბრაზა კიდეც… ისე დავემშვიდობე ამ თემაზე არც გვისაუბრია…
ტრენინგიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი უნებურად გამახსენდა ერთი ტკივილიანი ისტორია ჩემი ცხოვრებიდან, რომელმაც სავარძელში მოცელილივით ჩამსვა და ხმით ამატირა.
ძალიან ადრე ორსულს მუცელი მომეშალა. ტკივილისგან იატაკზე ვხოხავდი და ერთადერთ სიტყვას გავიძახოდი – მტკივაა.
სასწრაფოდ მოქშას დავუკავშირდი და ეს ისტორია მოვუყევი, გაირკვა რომ იმ გოგოსაც იგივე უთქვამს – მგონი მუცელი მოეშალა და იმის ტკივილები იყოო.
ანუ ზუსტად ის პერიოდი გაიარა ჩემი ცხოვრების… და ის ტკივილი შეიგრძნო, რომელიც თითქოს მიმავიწყდა, მაგრამ მაინც იყო ჩემში და ამოთქმას ითხოვდა.
“დაფარული განლაგება” გავაკეთეთ, ისე რომ ისტორია არავინ იცოდა, განლაგების პროცესშივე სრული სიმშვიდე დამეუფლა, მანამდე კი იყო უამრავი კითხვა, ერთ-ერთი დავსვი და კონკრეტული პასუხის მოლოდინში გავირინდე, თუმცა, მალევე მივხვდი რომ პასუხს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მე ბევრად მეტი მივიღე, მე უფრო დიდის ნაწილი გავხდი, გავმთლიანდი … განვიკურნე… ეს იყო მორფოგენული ველის სასწაული.
ჰოდა, უცებ მომინდა ამ ყველაფრისთვის ერთად მომეყარა თავი და მეთქვა მადლიერი ვარ ❤️ 🌺
დეა თავბერიძე
8-9-10 სექტემბერი – მოქშა ფეიქარის ტრენინგი თბილისში
ღირებულება – 255 $ (სამივე დღე)
10:00 – 18:00 სთ
რეგისტრაცია
❤️ 🌺❤️ 🌺❤️ 🌺❤️ 🌺❤️ 🌺❤️ 🌺❤️ 🌺❤️ 🌺❤️ 🌺❤️ 🌺❤️ 🌺❤️ 🌺❤️ 🌺❤️ 🌺
მოქშა ფეიქარის ონლაინ ტრენინგი ვილფრეს ნელესის “ცხოვრების წრე” და “კონცეპტუალური განლაგებები”
ჩანაწერის ღირებულება 55 ლ
რეგისტრაცია
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000716014700GEL
მიმღები შპს ჟოლო ;
დანიშნულება: კურსის საფასური.