XX საუკუნის ცნობილი მხატვარი პაბლო პიკასო არა მარტო შეუდარებელ ტილოებს ქმნიდა,
ბრძნული გამონათქვამებითაც გამოირჩეოდა.
**ვინც ფიქრობს რომ შეუძლია, მას შეუძლია, ვინც ფიქრობს რომ არ შეუძლია – მას არ შეუძლია.რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ასეთია შეუბრალებელი ბუნების წესი.
**ყოველი ბავშვი- მხატვარია.რთული ისაა, რომ დარჩეს მხატრვად მას შემდეგ,რაც გაიზრდება.
**ყველაფერი რისი წარმოდგენაც შესაძლებელია რეალურად არსებობს.
**ხელოვნება არის ტყუილი, რომელიც სიმართლეს გვაზიარებს.
**მხოლოდ ის საქმე გადადეთ ხვალისთვის, რომელიც გსურთ სიკვდილის შემდეგ გაუკეთებელი დაგრჩეთ.
**როდესაც ბავშვი ვიყავი დედამ მითხრა: თუ ჯარისკაცი გახდები გენერალი გამოხვალ, თუ მღვდელი იქნები, შეიძლება რომის პაპი გახდე. მაგრამ მე მხატვრობა ავირჩიე და გავხდი – პიკასო.
**შეისწავლეთ წესები, როგორც პროფესიონალმა, რათა შეძლოთ მათი დარღვევა ხელოვანივით.
**მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც არ შემიძლია იმისთვის, რომ ვისწავლო მისი კეთება.
**მე ვისურვებდი ვცხოვრობდე, როგორც ღარიბი ადამიანი ფულით.
**ძალიან ბევრი დროა საჭირო იმისთვის, რომ ახალგაზრდა გახდე.