“არ აწყენინო ადამიანებს და არც სხვებისგან გეწყინოს რაიმე.”
” “მე შენ მიყვარხარ” თქვი მაშინაც კი, თუ ამაში დარწმუნებული არ ხარ! იმეორე ეს რაც შეიძლება ხშირად.”
“ყოველთვის თვალებში უყურე თანამოსაუბრეს.”
“არასოდეს იჩხუბო და არ განიკითხო სხვისი გემოვნება.”
“არ შეგეშინდეს ვინმეს თვალში გამოჩნდე სასაცილო.”
“იარე უფლისკენ! ეძიე უფალი, მაშინაც კი თუ მისი არ გწამს.”
“გაუზიარე ცოდნა სხვებს.”
“ყოველთვის მიულოცე ადამიანებს დაბადების დღე.”
“გაეცი საჩუქრები.”
“ხშირად დაურეკე მშობლებს.”
“არ უყურო ტელევიზორს.”
“გადაუღე ფოტოები მეგობრებს.”
“ისწავლე წააგო და არ იდარდო ამაზე.”
“მიეცი უფლება სხვებს იზრუნონ შენზე.”
“სხვებში ყოველთვის ეძებე ნათელი მხარე.”
“ნუ იტყვი ცუდს სხვა ადამიანების შესახებ და ნუ დაკარგავ დროს იმ ადამიანებზე, ვისთვისაც არაფერს წარმოადგენ.”
“ნუ შეგეშინდება ცაში გაფრენის, მაგრამ გეშინოდეს ახლობლების დაკარგვის. მეტი არაფრის შეგეშინდეს!”
“არ შეგეშინდეს ცვლილებების, მაგრამ ნურც ისურვებ მათ.”
“დაიძინე ღიმილით.”
“აღფრთოვანდი სამყაროთი.”
პეტრე მამონოვი (მსახიობი, მუსიკოსი)