პრეპიუმ ხარისხის ყავის კაფსულები, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და ასევე უნიკალური მომსახურება – ამ კომფორტს საქართველოში “ტუპინამბა” უქმნის თავის მომხმარებელს. შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ მაღაზიითაც, სადაც შესაძლებელია ძალიან მარტივად შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი ყავის, ჩაის და ცხელი შოკოლადის ასორტიმენტი …
Tupinamba – კომპანიის საქმიანობა
ჩვენი კომპანია დაარსდა ბარსელონაში 1897 წელს, მოდერნიზმის ხანაში.
2013 წლიდან კი , კომპანია ბარსელონა იმპორტი – ტუპინამბა ჯორჯია ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს პრემიუმ კლასის ყავის და ჩაის პროდუქტების იმპორტს და მის რეალიზაციას ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ბაზარზე.
ჩვენი საქმიანობა ამ ეტაპზე მოიცავს რამდენიმე ასეული კლიენტის, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების სრულყოფილ მომსახურებას და პრემიუმ კლასის პროდუქტებით მომარაგებას.
– თქვენი კომპანიის დამსახურებით სახლის პირობებშიც შესაძლებელი გახდა კაფეტერიის ყავის დაგემოვნება.
– დიახ, ეს ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო. როგორც ვიცით ბევრისთვის ყავა, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია… სახლის პირობებში კაფეტერიის ყავის დალევის საშუალებასა და სიამოვნებას გაძლევთ ტუპინამბას პრემიუმ ხარისხის ყავის კაფსულები , თავსებადი Nespresso-ს (ე.წ.ევროპული ფორმატი) აპარატებზე.
ასევე ჩვენი მიზანია გავუმარტივოთ მომხმარებელს პრემიუმ კლასის პროდუქტებზე წვდომა სახლიდან გაუსვლელად, სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით ონლაინ მაღაზია, სადაც შესაძლებელია ძალიან მარტივად შეუკვეთოთ სასურველი ყავის, ჩაის და ცხელი შოკოლადის ასორტიმენტი.
– როგორც ვიცი გყავთ პერსონალური მრჩეველიც, გარდა ამისა კიდევ რა სახის სერვისებით გამოირჩევით?
– დიხ, იმ შემთხვევაში თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება და არ იცით რომელი პროდუქტი შეუსაბამოთ თქვენს გემოვნებას ჩვენი პრემიუმ კლასის პერსონალური მრჩეველი დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. მისი კომპეტენტურობა და დახვეწილობა აუცილებლად სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
ასევე გამოვირჩევით საუკეთესო და კლიენტზე მორგებული მიტანის სერვისით და ანგარიშსწორების ყველაზე მარტივი მეთოდებით.

Tupinamba-ს ბლენდებში გამოყენებული მარცვლის ჯიშები განსხვავდება თავისი “ტერერორით” (ნიადაგი, კლიმატი და ადგილმდებარეობა) რაც ხაზს უსვამს Tupinamba-ს პრემიუმ კლასის ბლენდების და კაფსულების განსხვავებულობას და უნიკალურობას.
100%-იანი არაბიკის დაბალანსებული ბლენდი
პრეპიუმ ხარისხის ყავის კაფსულა
ასევე ბუნებრივად გამხმარი მწვანე ჩაის “ბურთულები “, პიტნისა, თუ ტყის ხილის ჩაი და შავი ჩაი ბერგამოტით . ჩაის ყველა სახეობა გარდა იმისა რომ უნიკალური გემოთი გამოირჩევა სასარგებლოც არის.
ჩვენთან უმაღლესი ხარისხის პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია, ამიტომაც ვართ მოწინავე კომპანია პრემიუმ კლასის სეგმენტში .

გაიგე მეტი https://tupinamba.ge/
Insta: https://www.instagram.com/tupinamba_georgia/
FB: fb.com/TupinambaCoffeeGeorgia
☎️ 599 86 65 85