75
საქართველოში უკვე დილაა, მიუხედავათ იმისა რომ სხვა კონტინენტზე ვარ, ახლა იწყება ჩემთვის ცხოვრება, ფიქრებით სულ ჩემ შვილებს დავყვები, ეხლა სად არიან, ეხლა რომელი გაკვეთილია, როგორ მივიდნენ სახლში და ამასობაში ჩამეძინება.
სკოლიდან გამოსვლის დრო რომ მოდის გავიღვიძებ, ჩემი უფროსი გოგოს მესიჯს ვნახავ “მივიდნენ დედა” და აი მერე მეწყება ტკბილი ძილი. სულ რაღაც 2 საათი. ასე არის უამრავი დედა ჩემსავით…
მშვიდობიანი დღე გქონოდეს საქართველო, ჩვენ შენ ჩვენი შვილები დაგიტოვეთ, მხოლოდ კარგი ამბები ხდებოდეს და ამერიკული დილა საქართველოზე კარგი ინფორმაციებით გაგვითენე.
აბა ძილინებისა მეგობრებო ამერიკაში და მშვიდობიან დღეს გისურვებ საქართველო
დოდო ბერიძე