ნუ დასწამებ ცილს, რომ არ მოგიბრუნდეს შეურაცხყოფასთან ერთად, ვინაიდან ბოროტი სული წინ გიხვდება, ცილისწამება კი – ყოველთვის თან გსდევს.
სიბრაზეს ნუ აჰყვები, რადგან მას დამორჩილებული ადამიანი ივიწყებს მოვალეობის გრძნობას, კარგავს ბედნიერ წამებს და ხელიდან უშვებს კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობას.
უფრთხილდი ავხორცობას, რადგან მისი შედეგი ავადობა და სინანულია.
შურს გულში ნუ ჩაიდებ, ცხოვრება რომ არ ჩაიმწარო.
სირცხვილის გამო ცოდვაში ნუ ჩავარდები.
იყავი ბეჯითი და და სიტყვაძუნწი, იცხოვრე საკუთარი შრომით და გასამრჯელოდან ღარიბებისათვისაც გადადე რამე. ეს ჩვევა ყველაზე ღირებული იქნება შენს საქმიანობაში.
სხვის ქონებას ნუ მოიპარავ და ნურც სამუშაოს დაკარგავ, რადგან, ვინც არ შრომობს და სხვას აიძულებს არჩინოს იგი – მუქთახორაა.
ცბიერ კაცთან კამათს ნუ გამართავ, თავი დაანებე, იყოს თავისთვის.
ხარბთან კავშირში ნუ შეხვალ და ნუ მოექცევი მისი გავლენის ქვეშ.
სულელთან ნუ იკამათებ, ბოროტისგან ფულს ნუ აიღებ და ცილისმწამებელთან საქმეს ნუ დაიჭერ.