ასე იწყება…
ჯერ შენ არ გაქვს, მაგრამ გიხარია ვიღაცამ რომ შეიძინა. გიხარია მისი სიხარული.
გაიგე რომ გაბედნიერდა, შენც გიხარია რომ ბედნიერია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, მთავარია ბედნიერია.
აისრულა ოცნება, გიხარია რომ ოცნება აისრულა.
გაუმართლა სიყვარულში, გულწრფელად უსურვე ბედნიერება.
ის წამატებული გახდა, გიხაროდეს მისი წარმატება.
ყველას დაუდექი გვედრდით ლხინში, ჭირში უცნობებიც ეხმარებიან ერთმანეთს.
შენ არ გაქვს, მაგრამ მაინც არ გშურს, მას მიეცა, შენ ჯერ წინ გაქვს სიხარული.
ხარ ყველას მიმართ კეთილად განწყობილი და არ ელი არავისგან დახმარებას.
ბედნიერი ხარ სხვა რომ ბედნიერია. წარმოიდგინე შენ მის ადგილას თავი და გაიაზრე, შენც რა ბედნიერი იქნები.
მერე, შენ თავისით, უნებლიეთ აკეთებ ბევრ სიკეთეს, აკეთებ უანგაროდ და არ ელოდები მადლობას.
მერე გულიც არ გწყდება, რომ ვერ დაინახეს შენი სიკეთე. ვერ უნდა დაგამარცხოს დაუნახავმა ადამიანებმა.
იყავი ყველას მადლიერი. შენ თავად არ გაგტეხოს უმადურობამ.
ყველაფერ ამის შემდეგ, თავად ხდები ბედნიერი და ყველა სურვილი გისრულდება.
შენი კეთილი გულის გამო, ბედნიერი იქნები სიცოცხლის ბოლომდე.
შეგერგება ყველა გაკეთებული და გაფიქრებული სიკეთე, რის შემდეგაც სულში იგრძნობ დიდ სიხარულს.
როცა დიდი სიხარულია, იქ შიში უძლურია. ვერავინ და ვერაფერი მოგერევა.
ყველაფერი ამის შემდეგ, შენ არასოდეს დარჩები მარტო, შენთან იქნება ღმერთი და ძალიან ბევრი ადამიანი.
გიორგი ჯაჯანიძე