fbpx

როგორ დავიძინოთ ბავშვივით

ავტორი ჟოლო
576 ნახვა

სამწუხაროდ, მოუსვენრობა და უძილობა ბევრს აწუხებს და ეს მოუშორებელი უსიამოვნო ამბავი ვერ მოგვარდება, თუ თქვენ წინასწარ განსაზღვრულ წესებს არ მიჰყვებით. დაივიწყეთ ყველა პრობლემა და სერიოზულად მოეკიდეთ ძილის საკითხს.

 გადაიტანეთ თქვენი აზრები და იდეები ფურცელზე

თუ გინდათ, რომ დღის განმავლობაში დაგროვილმა აზრებმა და იდეებმა არ შეგიშალოთ ხელი მშვიდ ძილში, წიგნაკში  ჩაწერეთ რა გაქვთ მომდევნო დღეს გასაკეთებელი (მაგ. სტუმრად ეწვიოთ მეგობრებს, წაიკითხოთ საყვარელი ავტორის წიგნი,უნდა შეასრულოთ მეგობრის თხოვნა და ა.შ).ამით გონებას საშუალებას მისცემთ ‘’დაისვენოს’’ ამ აზრებისგან, რაც დაგეხმარებათ დაიძინოთ მალევე და მშვიდად.

  წაიკითხეთ

ტელეფონი, კომპიუტერი და სხვადასხვა მსგავსი საშუალებები ხელს უშლის გონებას განტვირთვაში. დაძინებამდე 30 წუთი კითხვას დაუთმეთ,რამდენიმე გვერდის გადაკითხვა დაეხმარება თქვენს ტვინს მიიღოს სასარგებლო ინფორმაცია, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში დაამუშავებს და დაიმახსოვრებს.

  წინასწარ განსაზღვრეთ დაძინების/გაღვიძების დრო

თუ თქვენი ძილის გრაფიკი იცვლება ყოველ ღამე, ესეიგი თქვენი ბიოლოგიური საათი დარღვევის სერიოზული საშიშროების წინაშე დგას. თქვენი შიდა საათი გონებაში, ‘’ეუბნება’’ თქვენს სხეულს თუ როდის დაიძინოს და გაიღვიძოს. ყოველი დღე გეგმისმიხედვით მართეთ და დაგეგმეთ, ან მინიმუმ უნდა ადგეთ თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

 საძინებელი მხოლოდ დასვენებისთვის და ძილისთვის

ძალიან ბევრი ადამიანის საწოლთან ახლოს იპოვით სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობას, რაც იწვევს ბიოლოგიური საათის არევას და დაბნეულობას. ღამით, როდესაც უკვე მზად ხართ დასაძინებლად (გეძინებათ) და თქვენ შედიხართ საძინებელ ოთახში, თქვენი ტვინი პოულობს ნაცნობ ‘’საქმეებს’’ (ტელევიზორი, კომპიუტერი და ა.შ),  გონება ‘’მომენტალურ გამოფხიზლებას’’ იწყებს.

ისეირნეთ საღამოობით

და ბოლოს, ხშირად გადით გარეთ, ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი.,  აუცილებლად გაისეირნეთ საღამოობით . ნუ დაჯდებით სახლში, კომპიუტერთან საათობით. ეს საშიშია თქვენი თვალისთვის, გონებისთვის და ასევე ნერვული სისტემისთვის.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment