fbpx

გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და თქვენ გახდებით ლიდერი, ლიდერთა შორის !

ავტორი ჟოლო
1.4K ნახვა

უფალმა ყველა ადამიანი შექმნა „ხატად თვისა“, თქვენ თუ დაფიქრებულხართ ამ ფრაზაზე? ჩვენში, ყველაში, დევს ღვთიური ნიჭი, რომლითაც უფალმა დაგვაჯილდოვა, გვაქვს დიდი პოტენციალი, ულევი ენერგია, ჩვენ ყველანი ვართ გენიოსები, ჩვენ ჩვენს საქმეში. მთავარია მივხვდეთ მთავარს – რომელი ნიჭით დაგვაჯილდოვა ღმერთმა.

მუსიკოსები, პოეტები, მხატვრები და საერთოდ ხელოვანი ადამიანები, თვალნათლივ ამჩნევენ უფლისგან ბოძებულ თავის ნიჭს, ჩვენ კი, ვინც ასეთი ხილული ნიჭით არ ვართ დაჯილდოვებულნი, უნდა ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და ჩვენ თვითონ აღმოვაჩინოთ ის უნარი, რომელიც ფარულად დევს ყველა ჩვენთაგანში. ყველას

მოგვეცა ნიჭი და უნარი, რომ დიდ წარმატებას მივაღწიოთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვევალება მოქმედება, ამიტომ ყოველდღე იმოქმედეთ თქვენი წარმატებისათვის, არ დაკარგოთ უქმად არცერთი წამი და წუთი. ყოველდღიურად აწარმოეთ რვეული, სადაც საღამოობით ჩაწერთ, იმ დღეს რა კონკრეტული ნაბიჯი გადადგით თქვენი წარმატებისაკენ. ანგარიშის ჩაბარება საკუთარ თავთან და სხვებთანაც, ძალიან მნიშვნელოვანია, ამით თქვენ ხილულად ხედავთ იმ ფაქტებს, თუ როგორ მიიწევთ თქვენი მიზნისაკენ, ამიტომ აწარმოეთ „წარმატების დღიური“. აუცილებლად შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. თუ რაიმე შეცდომა დაგიშვიათ ცხოვრებაში, აპატიეთ საკუთარ თავს და ეცადეთ მეორედ აღარ გაიმეოროთ იგი, რადგანაც დანაშაულის გრძნობით ცხოვრება, გვართმევს დიდ ენერგიას, რომელიც გვჭირდება წარმატების მისაღწევად. თუ გთრგუნავთ საკუთარი დანაშაულის შეგრძნება, ხშირად იმეორეთ გულში: „ვპატიობ საკუთარ თავს,

წარსულში ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებულ შეცდომებს“, იმეორეთ პერიოდულად, სანამ არ იგრნობთ, რომ მოგეხსნათ შინაგანი დანაშაულის შეგრძნება. თუ თქვენს თავს არ შეიყვარებთ, გაგიჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც თავისთავად წარმოშობს: შურს, ბოღმას, ბოროტებას, ეგოიზმს. ასეთი ადამიანი კი წარმატებული ვერასდროს გახდება, ამიტომ მსოფლიო ლიდერების რჩევაა:

შეიყვარეთ საკუთარი თავი და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების! კიდევ ერთი ფაქტორი წარმატებული ადამიანების ცხოვებიდან არის მათი  ვიზუალური მხარე. „საზოგადოება გვაფასებს ჩვენ ოთხი კრიტერიუმით: თუ რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ“.

ყველა წარმატებული ადამიანის დამახასითებელი თვისებაა: თავდაჯერებულობა და სოლიდურობა. მხრებ ჩამოშვებული და თავჩაღუნული ადამიანი წარმატებული ვერ გახდება, რადგანაც მას არ სჯერა საკუთარი თავის. ვისაც სწამს საკუთარი შესაძლებლობების, ის ყოველთვის გამოიყურება სათანადოდ.

ამიტომ იყავით თავდაჯერებულნი! უნდა გამოიყურებოდეთ მოწესრიგებულად და სოლიდურად, ისევე როგორც ყველა წარმატებული ადამიანი. თუ ზუსტად მახსოვს დონალდ ტრამპის სიტყვებია: „უნდა გამოიყურებოდეთ არა ისე, თუ რას წარმოადგენთ დღეს, არამედ ისე, თუ რას გინდათ წარმოადგენდეთ მომავალში“.

შეიძლება ძვირიანი ტანისამოსი არ გეცვათ, მაგრამ აუცილებლად უნდა გეცვათ მოწესრიგებულად და გემოვნებით. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არსი ამ ყველაფრისა მდგომარეობს შემდეგში,

გახსოვდეს: წარმატების საწინდარი ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ერთადერთი

ადამიანი და ეს ადამიანი ხარ შენ!

ჩვენ ვქმნით საკუთარ მომავალს! უნდა დავიჯეროთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების და ნიჭის. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენი მიზნების განსახორციელებლად. გაიხსენე: „მიზნები მოქმედების გარეშე, მხოლოდ ოცნებაა.“ შევიყვაროთ საკუთარი თავი, ისეთი როგორიც ვართ! ყველაფერი კარგი, რაც ჩვენშია, ჩვენვე უნდა წარმოვაჩინოთ, ხოლო თუ რაიმე არ მოგვწონს ჩვენს თავში, როგორც უკვე გითხარით, უნდა ვაპატიოთ საკუთარ თავს და

ვეცადოთ გამოვასწოროთ. პატიებაზე ცოტა ხნით შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ალბათ ყველა ადამიანს და მათ შორის მეც, გვქონია იმედგაცრუება ცხოვრებაში. ვიღაცას უწყენინებია ან გული უტკენია ჩვენთვის. ასეთ შემთხვევაში მთავარია ამ პრობლემისადმი ჩვენი დამოკიდებულება, როგორ ვრეაგირებთ ჩვენ ამ ფაქტზე. რა თქმა უნდა მადლობას ვერ ვეტყვით იმ ადამიანს, ვინც გული გვატკინა, მაგრამ მოდით შევთანხმდეთ, რომ აუცილებლად უნდა ვაპატიოთ, იმიტომ კი არა, რომ ეს მას სჭრიდება, იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვჭირდება. თუ თქვენს გულში წყენა და შურისძიების ცეცხლი არ ქრება, მაშინ ვერანაირ წარმატებას არამც თუ ვერ მივაღწევთ, არამედ ვერც კი მობილიზდებით, რომ რაიმე სერიოზული მიზანი დაისახოთ თქვენს ცხოვრებაში. თუ საკუთარი თავისთვის პატიება იმიტომ არის აუცილებელი, რომ დანაშაულის გრძნობამ არ წაგვართვას მთელი ჩვენი შინაგანი ენერგია, ამ შემთხვევაში სხვაზე წყენა და ბრაზი გვართმევს მთელს ენერგიას, თან ისე, რომ სხვა რაიმეზე ვეღარც ვფიქრობთ. გამოდის რომ ჩვენ ვცხოვრობთ წარსულით და არა მომავლით. „რომ შეაღოთ მომავლის კარი, ჯერ უნდა მიუკეტოთ იგი წარსულს“. წარსულში წყენის გამო, ჩვენს სულში ბობოქრობს სიბოროტე და ბოღმა, რაც გვაქცევს ბოროტმოქმედად, თუ ფიზიკურად არა, გონებით და აზრით მაინც. გვინდა რომ გავხდეთ ბოროტმოქმედნი? ჩემი აზრით, ამის სურვილი არ უნდა გვქონდეს, ამიტომ ვაპატიოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გვაწყენინა და გავაგრძელოთ ჩვენი განწყობის, შინაგანი ენერგიის მიმართვა, ჩვენი მთავარი მიზნისკენ ანუ წარმატებისკენ.

ჩვენ არ გვაქვს ზედმეტი დრო და ენერგია, იმისათვის, რომ იგი სხვაზე სიბრაზეში დავხარჯოთ, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ძალები წარმატებისათვის. არსებობს პატიების მეთოდები, რომლებიც ინტერნეტშიც კი შეგიძლიათ ნახოთ და მოიძიოთ.

სხვების და საკუთარი თავისადმი პატიება, უნდა დავიდეს ქვეცნობიერის დონემდე. არსებობს ქვეცნობიერი და ცნობიერი ფსიქიკა. ცნობიერი- არის ის ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ აღვიქვამთ ყველაფერს ამ სამყაროში,

რითაც ვაანალიზებთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ხოლო ქვეცნობიერი- არის ფსიქიკის ის ნაწილი, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ზოგჯერ ვერც ვხვდებით თუ რა პრობლემები არის დალექილი ჩვენს ქვეცნობიერში, რა შიშები და რა არასწორი შეხედულებები გვაქვს ჩარჩენილი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე. მაგრამ არსებობს გამოსავალი ქვეცნობიერის მართვისა, თუ ჩვენ ცნობიერ დონეზე ერთი და იგივეზე ხშირად ვფიქრობთ ანუ ვფოკუსირდებით,  ქვეცნობიერი ფსიქიკაც იწყებს მასზე ანალიზს, ამიტომ უნდა იფიქროთ პოზიტიურად და განეწყოთ წარმატებისთვის, რომ თქვენი ქვეცნობიერიც დააჯეროთ ამის საჭიროებაში. ჩვენ თუ ქვეცნობიერის დონეზე არ დავიყვანეთ ჩვენი მიზნები, მხოლოდ ცნობიერი არ არის საკმარისი მათ განსახორციელებლად, რადგანაც  ქვეცნობიერი და ცნობიერი გონება არ შეიძლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს. ჩვენ მთელი არსებით უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს მიზანს! ჩვენს ქვეცნობიერში, ჩვენგან დამოუკიდებლად, ილექება ყველა ის ინფორმაცია, რაც ოდესმე გვინახავს, გვიგრძვნია, წაგვიკითხავს ან მოგვისმენია.

მაგალითად აქ მიღებული ინფორმაციის მხოლოდ 25%-ს აღიქვამს თქვენი ცნობიერი გონება, მაგრამ გავა დრო და თუ როდესმე შეეხებით რომელიმე ამ საკითხს, აუცილებლად ამოტივტივდება თქვენი ქვეცნობიერიდან ყველა ის

ინფორმაცია რაც აქ გაიგეთ და წაიკითხეთ. ეს არის ქვეცნობიერი აღქმა ფაქტებისა. ის სრულად ინახავს ყველა ინფორმაციას, ამიტომ უნდა ვეცადოთ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეცნობიერი ფსიქიკა უარყოფითი და ნეგატიური ინფორმაციებისაგან,

როგორიც არის: წყენა, ბოღმა და თვითკრიტიკა ეს გავს ჭურჭელს სადაც წყალი და ძმარია ჩასხმული, დავუშვათ წყალი არის ჩვენი პოზიტიური ინფორმაცია ჩვენსავე ქვეცნობიერში, ხოლო ძმარი კი არის ნეგატიური ინფორმაცია. როცა ცოტა რაოდენობით არის ძმარი ჭურჭელში და წყალი ჭარბობს, მაშინ ვიტყვით, რომ ეს არის წყალი ძმრით, ხოლო თუ ძმრის დონემ გადააჭარბა წყლის დონეს, მაშინ უკვე გამოდის, რომ ეს არის ძმარი წყლით.

ასევეა ჩვენი გონებაც, რაც უფრო მეტი ნეგატიური ინფორმაცია გვაქვს დალექილი მასში, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ ვიცხოვროთ პოზიტიურად და მივაღწიოთ წარმატებას. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ვაპატიოთ სხვა ადამიანებს მათი დანაშაული და ნეგატიური ფიქრებისგან გამოთავისუფლებული ადგილი, ჩვენს ქვეცნობიერში, ჩავანაცვლოთ პოზიტიური ინფორმაციის შენახვისთვის და ანალიზისთვის. ამისათვის, ყოველდღიურად იკითხეთ თქვენი წარმატებისთვის საჭირო ლიტერატურა, მოისმინეთ ლექციები, ტრენინგები, თქვენს მიერ არჩეული სასურველი სფეროდან.

არ დაიშუროთ თქვენი დრო და ფინანსები, თქვენივე წარმატების მისაღწევად!

თქვენ და მხოლოდ თქვენ ხართ ბატონი საკუთარი თავისა და საკუთარი მომავლისა!

წინ დიდი მომავლისკენ!

წიგნიდან ”წარმატების საიდუმლო”

წყარო: მაია ხავთასი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment