წლების მატება ბევრი ქალბატონისთვის მტკივნეული საკითხია, თუმცა ბევრმა იცის როგორ გამოიყურებოდეს ყოველთვის ახალგაზრდულად. გაითვალისწინეთ რამდენიმე ხრიკი და მინიმუმ 5 წლით ახალგაზრდა გამოჩნდებით:
შეიტანეთ სამოსში ფერადოვნება – წლების მატებასთან ერთად ბევრი ქალბატონი ცდილობს გადავიდეს აკადემიურ ფერებზე, სწორედ ეს გამოგარჩევთ სინამდვილეში ახალგაზრდებისგან. ეცადეთ ერთი ტონის სამოსთან გამოიყენოთ ფერადი შარფი, ანდა ჩაიცვათ ფერადი ქვედაბოლო ან პერანგი.
ზოლიანი ან კოპლებიანი სამოსი – ასეთი სამოსი ყოველთვის უფრო ახალგაზრდულია.
აქსესუარი – დიდი ზომის ყელსაბამი, საყურე ან სამაჯური ყურადღებას მასზე გადაიტანს და თუ მას შეარჩევთ არა ძალიან სერიოზულს არამედ შედარებით ახალგაზრდულს ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თქვენს იერს.
სახის გაღიავება – რაც უფრო ღია ფერისაა თქვენი სახის კანი მით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით. ამიტომ ნუ გამოიყენებთ მუქი ფერის საცხებს.
ჯინსი – ეს სამოსი ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმის ჯინსით ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.