fbpx

„როგორ შეგეძლო შეხებოდი ქალს, შენ ხომ აღთქმა გაქვს დადებული“?

ავტორი ჟოლო
1.2K ნახვა

ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაშია შემთხვევა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ გვაძლევს მოსვენების საშუალებას. ხშირად დაუსრულებლად ვატრიალებთ ამ მოვლენას თავში და ვხარჯავთ ენერგიას უაზრო განცდებზე.

თუ რა უნდა გავაკეთოთ, ამის პასუხს ამ შესანიშნავ იგავში იპოვით. 

ერთხელ მოხუცი და ახალგაზრდა ბერი ბრუნდებოდნენ თავიანთ საცხოვრებელში.

გზას ჭრიდა მდინარე, რომელსაც წვიმების შედეგად ნაპირები ჩამოერეცხა.

ბერებმა შეამჩნიეს, რომ იქვე ნაპირზე იდგა ახალაგაზრდა ქალი, რომელსაც მეორე ნაპირზე გადასვლა სჭირდებოდა, მაგრამ დაუხმარებლად ამას ვერ შეძლებდა.

აღთქმა, რომელიც ბერებს ჰქონდათ დადებული, მკაცრად უკრძალავდა მათ ქალს შეხებოდნენ. ამიტომაც, ახალგაზრდა ბერმა დემონსტრაციულად გვერდი აუქცია.

მოხუცი ბერი კი მიუახლოვდა ქალს, აიყვანა ხელში და გადაიყვანა მდინარის მეორე მხარეს.

მთელი დარჩენილი გზა ბერები დუმდნენ, მაგრამ როცა მიუახლოვდენენ საცხოვრებელს ახალგაზრდა ბერმა ვერ მოითმინა და ჰკითხა:

– როგორ შეგეძლო შეხებოდი ქალს, შენ ხომ აღთქმა გაქვს დადებული?

რაზეც მოხუცმა მშვიდად უპასუხა:

– უცნაურია, მე გადავიყვანე ქალი და დავტოვე მდინარის მეორე ნაპირზე, შენ კი ჯერ კიდევ, აქამდე მოგყავს ის.

წყარო: zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment