fbpx

ტესტი: ყველაზე მეტად აუცილებელი

ავტორი ჟოლო
160 ნახვა

არსებობს რამოდენიმე ჩვეულებრივი ნივთი, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად
ატარებენ ჯიბით ან ჩანთით: საფულე, გასაღები, პირადობის მოწმობა და ა.შ. მაგრამ
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვატარებთ თითქმის ერთნაირ ნივთებს, მაინც თითოეულს
შეიძლება ჰქონდეს ჯიბეში ან ჩანთაში რაიმე ისეთი, რაც მას უნიკალურობას ანიჭებს.

წარmოიდგინეთ, რომ თქვენ ემზადებით სახლიდან გასასვლელად. აუცილებელი,
ყოველდღიური ნივთების გარდა, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელს აიღებდით
დამატებით?

  1. თქვენი ყოველდღიური ბლოკნოტი ან მისამართების წიგნი
  2. თმის ლაქი ან მუსი
  3. თქვენი ბედნიერი თილისმა
  4. კანფეტები ან საღეჭი რეზინა

გასაღები ტესტისთვის „ყველაზე მეტად აუცილებელი…“

სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ

ნივთი, რომელიც გინდათ ყოველთვის თან გქონდეთ, არის ის, რომლის გარეშეც თავს
არაკომფორტულად გრძნობთ. თქვენი არჩევანი, სინამდვილეში მეტყველებს თქვენი
პიროვნულობის იმ მხარეზე, რომელშიც არ ხართ თავდაჯერებული.

1.თქვენი ყოველდღიური ბლოკნოტი ან მისამართების წიგნი

თქვენ არ ენდობით თქვენს მეხსიერებას. სატელეფონო ნომრები, დაბადების დღეების,
შეხვედრების თარიღები ისევე არ ჩერდებიან თქვენს თავში, როგორც წყალი საცერში. თქვენ
გინდათ, რომ ყველაფერი გახსოვდეთ, მაგრამ არ გამოგდით და ამიტომ გიწევთ ხოლმე
ბოდიშის მოხდა, რომ დაგავიწყდათ ვთქვათ დაბადების დღის მილოცვა – ისევ.

ასეთ შემთხვევაში, სახლიდან გასვლისას, მისამართების წიგნის და/ან ყოველდღიური
ბლოკნოტის თან წაღებაб შეიძლება არც არის ცუდი იდეა… ოღონდ თუ შეძლებთ იმის
გახსენებას სად დადეთ ისინი ბოლოს…

2.თმის ლაქი ან მუსი

გარეგნობა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დეტალებისადმი ეს ყურადღება იმას
ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის მშვენივრად გამოიყურებით, მაგრამ ხანდახან ძალიან ღრმად
იცით შეტოპვა.

თუ ვარცხნილობის პრობლემა გაგიჩნდათ, ეს სულაც არ არის საპატიო მიზეზი იმისთვის,
რომ დარეკოთ სამსახურში და აიღოთ ბიულეტენი.

3.თქვენი ბედნიერი თილისიმა

თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ არაფერში არ გიმართლებთ. რიგი გვერდით სალაროსთან
ყოველთვის უფრო სწრაფად მიდის, თქვენი ბუტერბროდი ყოველთვის ვარდება კარაქით
ქვემოთ და ა.შ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ არასდროს არაფერი არ გამოდის თქვენებურად.

ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ცრუმორწმუნე ხართ, მაგრამ მაინც, თქვენ თავს ბევრად უფრო
კომფორტულად გრძნობთ თუ ყოველთვის თან გაქვთ თქვენი ბედნიერი თილისმა და არა
აქვს მნიშვნელობა, რა ნივთი იქნება ეს, უბრალო “ბრელოკი,” რაიმე გულსაკიდი თუ წყვილი
წინდა, რომლებსაც ძალიან მიეჩვიეთ.

4.კანფეტები ან საღეჭი რეზინა

თქვენ ვერ აკონტროლებთ საკუთარ დიეტას. თქვენ შეიძლება მიირთვათ მთელი ტორტი
დიეტის დაწყებიდან მეორე დღესვე, გამოაღოთ მაცივარი ყოველთვის, როცა გვერდით
ჩაუვლით… თქვენი მადა უფრო მეტად აწუხებს თქვენს ცნობიერებას ვიდრე თქვენს კუჭს.

თუ თქვენ ყოველთვის თან გაქვთ საწუწნი კანფეტი, შოკოლადის ფილა ან საღეჭი რეზინა,
მაშინ თავს უფრო დამშვიდებულად გრძნობთ, რადგან, რაც არ უნდა მოხდეს დღის
განმავლობაში, ერთი რამ ზუსტად იცით – შიმშილით არ მოკვდებით.

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment