fbpx

ტიბეტური პულსაციის იოგა – სამკურნალო სისტემა, რომელსაც ბერები საუკუნეები საიდუმლოდ ინახავდნენ

ავტორი ჟოლო
283 ნახვა
0 კომენტარი
1

ტიბეტური პულსაცია სხეულზე ორიენტირებული მედიტაციის მეთოდია, რომელიც თავდაპირველად ტიბეტურ მონასტრებში გამოიყენებოდა როგორც გონების, სხეულისა და სულის რიტუალური განწმენდის საშუალება.

ეს ძალიან ეფექტური მეთოდი უკვე ხელმისაწვდომი და ადაპტირებულია დასავლური სამყაროსთვის, რათა ხელი შეუწყოს ინდივიდის ზრდას, ცნობიერების გაფართოებას და ადამიანის ტრანსფორმაციას. მეთოდი იყენებს გულის პულსს, რომელიც ბიოელექტრული ენერგიის უწყვეტ ნაკადთანაა დაკავშირებული.

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს ნაკადი ხშირად ფერხდება და გამოიხატება როგორც ტკივილი, შიში ან ტანჯვა. ეს პატერნები ძირითადად არაცნობიერად ხდებიან და  ართულებენ ჩვენს ცხოვრებას. პოზიტიური ენერგიის ნაკადის გაძლიერებით, დაძაბულობა და ბლოკირება რბილდება, თავისუფლდება და ცნობიერდება. ეს საშუალებას აძლევს ენერგიას და სინათლეს თავისუფლად იმოძრაოს მთელ სხეულში, რის შედეგადაც მთელი ენერგეტიკული სისტემა იწყებს ძლიერ ვიბრაციას.

ტიბეტური პულსაცია მედიტაციური პრაქტიკაა, რადგან მისი საშუალებით ღრმა კავშირი მყარდება სხეულს, გონებასა და სულს შორის. ყურადღება მთლიანად მიმართულია შიგნით, ჩვენში არსებული პულსაციის აღქმაზე და იმ ადამიანზე, ვისთან ერთადაც ვასრულებთ ამ სავარჯიშოებს და დაკავშირებული ვართ კონკრეტული პოზის საშუალებით.

სესიის დროს გამოიყენება სპეციალური მუსიკა, რომელსაც იგივე ორგანოს ვიბრაცია აქვს, რომელ ორგანოზეც კლიენტთან ვმუშაობთ. ამ მუსიკაზე და პულსზე ფოკუსირებით, ინდივიდი გადადის აღქმის სხვა დონეზე. ეს მოგზაურობას ჰგავს, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ჩვენი შინაგანი მე. ვხდებით დამკვირვებლები იმისა, რაც სხეულში, აზრებსა და გრძნობებში ხდება. თანდათან იშლება მათთან გაიგივება, რის გამოც თავს უფრო თავისუფლად და მოდუნებულად ვგრძნობთ.

ტიბეტური პულსაციის ფესვები

ტიბეტური პულსაციის სამკურნალო სისტემა შეიმუშავა ამერიკელმა ჯეიმს რუდოლფ მერლიმ, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა დჰირაჯის სახელით. დჰირაჯს ჯერ კიდევ ბავშვობაში ძლიერი სურვილი ჰქონდა, რომ  ადამიანთა ტანჯვის შესამცირების, ან თავიდან აცილების გზები გამოენახა. დჰირაჯმა ტიბეტური პულსის აღმოჩენა მაშინ დაიწყო, როდესაც ოც წლიანი ალკოჰოლდამოკიდებულების გამო, პანკრეასმა შეაწუხა. ამ პერიოდში გააცნობიერა, რომ პანკრეასზე ხელებით დაჭერით და პულსის ვიბრაციის შეგრძნებით ტკივილი შეჩერდა. ამის შემდეგ მან თანდათანობით სხეულში ოცდაოთხი სპეციფიური ენერგიის ნაკადის აღმოჩენა შეძლო, რომლებიც თითოეულ ორგანოს უკავშირდებოდა. ასევე ისწავლა ორგანოების ვიბრაციის ხმებისთვის შეწყობა. მან ასევე შეძლო სხვადასხვა მუსიკის, ბგერებისა და ფერების კორელაცია ამ ოცდაოთხივე ცენტრთან. პარალელურად შეისწავლა ადამიანის ქცევა ფსიქიატრიულ ინსტიტუტში. დაიწყო თავისი აღმოჩენების გრაფიკების სახით ჩახატვა.

აღსანიშნავია, რომ დჰირაჯის პულსაციის მსგავსი პრაქტიკა, რომელიც ოცდაოთხ ენერგიის არხს აერთიანებს, ათასობით წლის წინ ასევე ტიბეტის მონასტრებში გამოიყენებოდა. ეს აღმოჩენა ფაქტობრივად ამ სისტემის შემდგომი განვითარება იყო. 

ეს სისტემა ტიბეტელი ბერების მიერ გამოიყენებოდა, როგორც ნერვული სისტემის განწმენდის ხერხი და გასხივოსნების მისაღწევად სხეულის მოსამზადებელი პრაქტიკა. სისტემა გამოიყენებოდა მხოლოდ ამ მიზნით და მისი სამკურნალო ძალა საუკუნეები საიდუმლოდ ინახებოდა მონასტრის კედლებს მიღმა.

თავად დჰირაჯს აღწერილი აქვს მისი მრავალი შეხვედრა ტიბეტელ რიმპუჩებთან, რომლებიც მის სამუშაოს აღიარებდნენ როგორც უძველესი ტიბეტური პრაქტიკის გაგრძელებას, მათ შორის არიან კალუ რიმპუჩი, უწმიდესი ლამა კარმაპა, დილგო ხიენცი, ძენის ოსტატი ნი ჰუა ჩინგი და ასევე ტაოს მსოფლიო პატრიარქი.

დჰირაჯმა მილანის “მსოფლიო მშვიდობის უნივერსიტეტში” დოქტორი ხარისხი მიიღო მისი დისერტაციისთვის თემაზე „საიდან მოდის სამყარო“.

მან ხელახლა აღმოაჩინა ეს უძველესი სიბრძნე და დაიწყო მისი ხელახალი განვითარება, რათა თანამედროვე დასავლური გონების კომპლექსური მოთხოვნილებებისთვის უფრო მორგებული ყოფილიყო.

1988 წელს დჰირაჯმა თავისი განმაკურნებელი მეთოდი ასევე ინდოეთში, ოშოს საერთაშორისო სამედიტაციო ცენტრში ჩაიტანა და თავისი ღირებული მიგნებები იქ მყოფ ფსიქოლოგებს, თერაპევტებს და მედიტატორებს გაუზიარა. მისი სამუშაოს დასკვნითი ეტაპი იტალიაში დასრულდა. დჰირაჯი 1998 წელს გარდაიცვალა და დატოვა ათასობით ინიცირებული ტიბეტური პულსაციის სპეციალისტი და მკურნალი, რომლებიც  დღეს დღეობით მთელს მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი. 

ტიბეტური პულსაციის იოგა

სხეულზე მუშაობა

ტიბეტური პულსაცია სიღრმისეულად ამშვიდებს და აღადგენს სხეულის ენერგიას. ამ ბიოელექტრული ენერგიის გააქტიურება ხდება შეხებებით. ამ გზით ნერვულ სისტემაში დაძაბულობა შეიძლება დაიშალოს ,,შიგნიდან”. ჩარჩენილი პატერნები იქნება ეს ფიზიკური, ემოციური თუ გონებრივი, ყველა გარდაიქმნება. ეს ხდება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, უბრალოდ მოდუნებითა და მოშვებით.

ამ მეთოდით შესაძლებელია ჩატარდეს როგორც იდივიდუალური, ისე ჯგუფური სესიები.

ინდივიდუალური სესიები

თვალზე დაკვირვების შედეგების მიხედვით, შესაძლებელია პიროვნების ინდივიდუალური საკითხების მოგვარება. კონკრეტულ პრობლემაზე მუშაობა ხდება შესაბამის წერტილებზე მუდმივი დაწოლით. ამ გზით აღდგება ენერგიის ბუნებრივი ნაკადი ნერვულ არხებში, ნეიტრალდება ბლოკები და აქტიურდება დადებითი ენერგია. ამ მეთოდოლოგიაზე ჩატარებული კვლევები უამრავ დადებით შედეგებს გვიჩვენებს ისეთ სიმპტომებზე, როგორებიც არის შაკიკი, დეპრესია, ალერგია, იმპოტენცია, მენსტრუალური ტკივილები, სექსუალური ძალადობა და სხვა.

ქალებთან მუშაობა ტიბეტური პულსაციით

სამწუხაროდ ქალებმა საუკუნეების მანძილზე ისწავლეს, თუ  როგორ არ ენდონ და არ მიყვნენ საკუთარ იმპულსებს, რადგან ჩვენ უველანი ჯერ კიდევ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ძირითადად მაინც მამაკაცები დომინირებენ. ეს გარემოება საკმარის სივრცეს არ ტოვებს ქალური ნაწილის სრული გამოვლენისთვის.

ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობისას იქმენა დაცული სივრცე და ატმოსფერო იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც ამ მხრივ უამრავ ქალს აწუხებს.

ფიზიკური და ემოციური დაზიანებების, შოკისა და ტრავმის გამოცდილება ქალის ორგანოებში აკუმულირდება. იმისთვის, რომ თავი დაცულად იგრძნონ, გაიხსნან და წარმოაჩინონ ის საკითხები, რომლებიც მათ აფერხებენ, აშინებენ და საკუთარ თავებს აშორებენ, სწორედ ეს დაცული სივრცეა საჭირო ჯერ მათზე სასაუბროდ.

სხეულის რელაქსირებული ვარჯიშებითა და პულსირების მედიტაციური ძალით, როგორც ცნობიერება, ასევე ორგანოებიც ივსება დადებითი ენერგიით, რათა  ყველა დონეზე მოხდეს კავშირი, რელაქსაცია და კონტაქტის დამყარება.

ტიბეტური თვალის დიაგნოსტირება (თვალის წაკითხვა)

“თვალი, როგორც ჩვენი სულის სარკე”

კომპიუტერის ჩიპის მსგავსად, რომელიც  კოლოსალურ ინფორმაციას შეიცავს, თვალის გუგაშიც ამგვარადაა დაშიფრული ჩვენი ნერვული სისტემის კოდები. თვალის კითხვა, არ არის დაკავშირებული ტრადიციულ დიაგნოსტირებასთან.

თვალების ნერვული კვანძები მთელ სხეულთანაა დაკავშირებული. ისინი შთანთქავენ ყოველგვარ ვიზუალურ შთაბეჭდილებას, რომელსაც შემდეგ ტვინი განმარტავს.

ნებისმიერი შოკი, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, როგორიცაა სტრესი, ტრავმა ან ოპერაცია, ჩვენს ნერვულ სისტემაში აღწევს და ასევე აღიბეჭდება ჩვენი თვალების ხილულ ზედაპირზე.

ასეთი ბლოკირება ვლინდება როგორც მარკირება ან დაჩრდილვა. ვინც თვალის კითხვის ტექნიკა იცის, ადვილად ამოიცნობს სხეულის რა ნაწილშია პრობლემები და როგორ შეიძლება მათი მოგვარება ინდივიდუალურ ან ჯგუფურ პროცესში.

წიგნები

,,საიდან იბადება სამყარო”

დჰირაჯის ერთ-ერთი წიგნი ,,საიდან იბადება სამყარო” გვთავაზობს ოთხგანზომილებიან რუკას ადამიანის ცხოვრების სტრუქტურისა და ევოლუციის შესასწავლად. ეს წიგნი არის ძვირფასი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩავუღრმავდეთ ჩვენი შინაგანი სამყაროს მაგიას. ჩვენი სხვადასხვა ორგანოების სიხშირის და მათი ფუნქციონირების უკეთესმა გაგებამ შეიძლება მეტად ახსნას, რატომ აღვიქვამთ მოვლენებს ისე როგორც აღვიქვამთ და რატომ არის ყველაფერი ამ სამყაროში ზუსტად ასე მოწყობილი.

,,ახალი გონების ტალღები’’

ამ წიგნში დჰირაჯი აღწერს ნერვულ სისტემაში ღრმა ცვლილებების ინტეგრირების გზას მედიტაციური მდგომარეობის გამოყენების გზით, სპეციალურად შერჩეული მუსიკისა თანხლებით. ახალი გონების პროცესის ექვსი ფაზიდან თითოეული წარმოდგენილია ეგრეთ წოდებული „ტალღის“ სახით და კონკრეტული თემით. მის ტიბეტური პულსაციის მეთოდში მიერ გამოყენებული ფერები ეხმიანებიან შინაგანი ორგანოების ფერთა ტონებს და მის სპეციფიურ ტალღებს.

წყარო: Moksha Peikari

📣 მოქშა ფეიქარი და ვილფრედ ნელესის “ცხოვრების წრე”

✔️თუ გსურს საკუთარ ქვეცნობიერში მოგზაურობა და

✔️ცხოვრების ყველა პერიოდის გავლა მუცლადყოფნიდან მომავლის ჩათვლით.

✔️ დაფარულის აღმოჩენა,

✔️ გათავისუფლება

✔️ გზა, – ახალი შესაძლებლობებით 👇

📅 19 თებერვალი, 19:00 – 22:00.

❗️ღირებულება 55 ლ

👉 რეგისტრაცია https://bit.ly/35oy1lI

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი