fbpx

წერის ძალა და სიგილები ანუ როგორ ავისრულოთ სურვილები

ავტორი ჟოლო
1.2K ნახვა

ფიქრებს, ძალიან დიდი ძალა აქვთ, ვინაიდან ისინი სიტყვებად გარდაიქმნებიან, შემდეგ ქმედებებად, ხასიათად და ბოლოს ჩვენს ბედს აყალიბებენ. შესაბამისად სიტყვასაც თავისი ძალა აქვს და მას მრავალ კულტურაში სხვადასხვა მიზნების მიღწევისათვის ეფექტურად იყენებდნენ.

სიტყვები კომუნიკაციის საშუალებაა, თუმცა მისთვის მხოლოდ ამ მიზნის მიწერა არასწორია. მათ შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ სხვებზე, მოახდინონ შთაგონება, მოტივაცია, შეცვალონ სხვების აზრები, ახალი იდეები წარმოშვან ა.შ. განსაკუთრებული ადგილი სიტყვების ძალამ მაგიაშიც ჰპოვა. სიგილები სწორედ სიტყვის მაგიის ერთ-ერთი სახეა. სიგილი ეს არის უბრალოდ სიმბოლო ან სიტყვა, რომლის დანიშნულებაც მაგიური ეფექტის მოხდენაა და მისი პირველი ნიმუში გვხვდება პირველყოფილ ადამიანთა გამოქვაბულების კედლებზე. მაგიის ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტური და მარტივია, საჭიროა მხოლოდ ფურცელი, კალამი და მონდომება.

სიგილის გასაკეთებლად საჭიროა სამი რამის გაკეთება:

დავწეროთ ჩვენი სურვილი ან მიზანი და გავამარტივოთ იგი.

ვაქციოთ ის სურათად (სიგილად).

დავმუხტოთ სურათი ენერგიით და დავივიწყოთ.

მაინც რა არის სიგილი? თუ მას სხვადასხვა ლექსიკონებში მოვძებნით, მისი განმარტება დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერს, რომ სიგილი ეს არის მისტიური მნიშვნელობის სიმბოლო. სიგილი არის ჩვენი მიზნების სიმბოლიზაცია, რომელიც გვავიწყებს ჩვენ ამ სურვილებს მათი ქვეცნობიერში გადატანით. რას ნიშნავს ეს და რატომ არის საჭირო მიზნის დავიწყება და მისი ქვეცნობიერში გადატანა/დალექვა?

ყოველთვის ჩვენი ოცნებების რეალიზაციის პროცესში ყველაზე დიდ პრობლემას ჩვენი ცნობიერი გონება წარმოადგენს. იგი არ წყვეტს მიზეზების მოგონებას თუ რატომ არის შეუძლებელი ამა თუ იმ მიზნის მიღწევა. შესაბამისად მისი დამსახურებაა ბევრი ადამიანი ამა თუ იმ ოცნებაზე უარს რომ ამბობს, რადგან ის უფრო მეტად ლოგიკაზე ცდილობს დაყრდნობას. სწორედ ამიტომ არის სიგილი ეფექტური ხელსაწყო. ის ცდილობს მიზნის ცნობიერი გონებიდან ქვეცნობიერში გადატანას.

ქვეცნობიერს,  ცნობიერი გონებისგან განსხვავებით არ სჭირდება მოხმობა, ის მუდამ სამუშაო პროცესშია და ჩვენგან შეუმჩნევლად გვეხმარება მიზნისაკენ სვლაში. ცნობიერ გონებას არ ძალუძს მოახდინოს “სასწაული” (პირიქით ის მისდამი რწმენას კლავს) განსხვავებით ქვეცნობიერისა, რომელიც შეუდარებელია სიმბოლოების დამახსოვრებასა და აღქმაში, ამიტომ უპრიანია მისთვის მესიჯის სიმბოლოს სახით გაგზავნა.

მაშ ასე, გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე და სიგილის შექმნის პროცესზე.

დავწეროთ ჩვენი სურვილი ან მიზანი.

ეცადეთ დაწეროთ თქვენი მიზანი გარკვევით და კონკრეტულად. მაგალითად ასე

ჩემი სურვილია ვნახო დაბალი ქალი, ვარდისფერი ფეხსაცმლით.

1 გადაავლეთ თვალი თქვენს დაწერილ ფრაზას და ამოაკელით ის ასოები, რომლებიც მეორდება:

ჩემი სურვ*ლ*ა *ნ*ხო დ*ბ*** ქ***, ******ფ*** *****ც***თ.

მივიღებთ : ჩემისურვლანხობდქფცთ.

შეგიძლიათ სიგილიდან განმეორებითი ასოების გარდა, ასევე ამოაკლოთ ყველა ხმოვანი (ჩმსრვლნხბდქფცთ).

შესაბამისად დავასრულეთ პირველი საფეხური: დავწერეთ ჩვენი სურვილი და გავამარტივეთ იგი.

ალბათ გაინტერესებთ, რატომ დავწერეთ ჩვენი მიზანი ამ გზით. რაც ჩვენ ამ ეტაპზე გავაკეთეთ იყო ის, რომ დავწერეთ ჩვენი სურვილი ცნობიერი გონების დახმარებით და მივეცით მას ისეთი სახე რომ ცნობიერმა ვეღარ აღიქვას მისი მნიშვნელობა. რაც უფრო მეტ ენერგიას დავხარჯავთ მის გადაკეთებაში, მით უფრო ადვილად მოვახერხებთ ცნობიერის მოტყუებას და მესიჯის ქვეცნობიერში გადატანას.

ამ ეტაპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიგილების შექმნისას. ოსტინ ოსმან სპეირი (მხატვარ-ოკულტისტი, რომელიც სწავლობდა სიგილების ხელოვნებას) ყველა თავის სიგილს იწყებდა ფრაზით “ჩემი სურვილია” (THIS MY WISH…), რაც არაა აუცილებელი და შეგიძლიათ მისი სხვა სიტყვებითაც დაწყება, მაგალითად “მე მინდა…”.

მაგრამ, გაითვალისწინეთ რომ ფრაზა არ უნდა შეიცავდეს უარყოფას, ვინაიდან ქვეცნობიერი უარყოფას ვერ აღიქვამს. მაგალითად, არასოდეს დაწეროთ ასეთი სურვილი “მე მინდა ხვალ არ იყოს წვიმა”, არამედ “მე მინდა ხვალ იყოს მზიანი ამინდი”.

2. ვაქციოთ ის სურათად (სიგილად).

ამ ეტაპზე წესები არ არსებობს, უბრალოდ მთავარია მიღებული ასოები დავალაგოთ ისე რომ მივიღოთ ერთი მთლიანი სურათი რომელიც იქნება მისტიური. გადახატეთ რამდენჯერმე და უფრო და უფრო მეტი დეტალი ამოაკელით. მიზანი არის ის რომ შეუძლებელი იყოს ცნობიერი გონება მიხვდეს რა ხატია ან რაზეა სიგილი. ეცადეთ იმდენჯერ გადახატოთ სანამ არ მოგწყინდებათ და სანამ არ გაგიჭირდებათ მიხვდეთ რა “წერია” ნახატზე.

დასრულებული ნახატი უნდა გამოიყურებოდეს ლამაზად, ის თქვენი მცდელობის შედეგია.

3.დავმუხტოთ სურათი ენერგიით და დავივიწყოთ.

ამ ეტაპზე ყველას თავისი შეხედულება აქვს, თუ როგორ უნდა დაიმუხტოს სიგილი.  მრავალი გზა არსებობს ამის გასაკეთებლად. თუმცა, ყველაზე რეკომენდირებული მეთოდი მედიტაციაა. დააკვირდით სურათს, შეისწავლეთ მისი თითოეული დეტალი. შემდეგ დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ მასზე. წარმოიდგინეთ სიგილი და ეცადეთ ის კოსმოსში გაუშვათ, თან არ დაგავიწყდეთ მაღალი ვიბრაცის შენარჩუნება ანუ მისი გაშვება მოახდინეთ პოზიტივისა და სიყვარულის განცდის ფონზე. შემდეგ გავანდგუროთ ფურცელი სადაც სიგილია გამოხატული და დავივიწყოთ იგი. სიგილის განადგურების მარტივი მეთოდია, სანთლის ალი. ეცადეთ დაწვათ სრულად.

ზუსტად მაშინ როცა ის იწვის, წარმოიდგინეთ გონების თვალით მისი ვიზუალი. შემდეგ კი გააგრძელეთ ყოველდღიური საქმიანობა და დაივიწყეთ სიგილი. გახსოვდეთ რომ მისი სწორად გაკეთების შემთხვევაში, სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ.

გისურვებთ წარმატებებს

პოსტის წყარო: vitalenergyprana.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment