“1998 წელს Google – ს დამფუძნებლებმა, სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა YAНОО– ს შესთავაზეს თავიანთი კომპანიების გაერთიანება. YAНОО – მესვეურებმა ირონიული ღიმილით მოისმინეს მათი წინადადება და „დელიკატურად“ აუხსნეს, რომ არ აპირებდნენ თავინთი დროის დახარჯვას „დაუფრთიანებელ ბარტყების ბავშვურ პროექტზე“.
5 წლის მერე Google – ს საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 20 მილიარდი დოლარი, ხოლო 2012 წლის მონაცემებით ის შეფასდა 250 მილიარდ დოლარად.”
***
2010 წლის შემდეგ გუგლი კვირაში საშუალოდ ერთ კომპანიას ყიდულობდა.
***
გუგლმა პირველი შეფ–მზარეული 1999 წლის ნოემბერში დაიქირავა, კომპანიას მხოლოდ 40 თანამშრომელი ჰყავდა. მას შემდეგ, რაც აიერსი კომპანიის შეფ–მზარეული გახდა, იგი 150 თანამშრომელს და 10 კაფეს კურირებდა გუგლის შტაბში, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს.
***
დაახლოებით გუგლის 1000–მდე თანამშრომელი მილიონერი გახდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2004 წელს ვოლსტრიტზე აქციები გაიტანა… ერთ–ერთი მილიონერია მასაჟისტი ბონი ბრაუნი, რომელსაც 1999 წელს კომპანია კვირაში 450 დოლარს უხდიდა.