97
„ჟოლომ” რამდენიმე დღის წინ ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული წერილი გააცნო მკითხველს. ამ წერილში თავად ალენ დელონი ჰყვება თუ როგორ იხსნა ფრანგი მსახიობი ვაჟა-ფშაველას თხზულებებმა. ქართველები ძალიან გაახარა ამ ფაქტმა, თუმცა ცოტა ხნით…
თბილისში ჩამოსული ალენ დელონი კატეგორიულად უარყოფს ამ ისტორიას და ამბობს,რომ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას საერთოდ არ იცნობდა. „ეს ტყუილია“ – განაცხადა ალენ დელონმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. არადა ყველა ჟურნალისტს, თურმე სწორედ ეს შეკითხვა ჰქონდა მასთან. „ძალიან ვწუხვარ რომ ეს გამოგონილი ისტორიაა და სიმართლეს არ შეესაბამება.არაფერი ვიცოდი თქვენი კლასიკოსის შესახებ. ისიც თქვეს ვაჟა-ფშაველას გამო ქართული ისწავლაო, არც ეს არის მართალი“.