fbpx

„არ გამკიცხოთ, არავის არ განვიკითხავ, მიკვირს უბრალოდ“…

ავტორი ჟოლო
89 ნახვა

რუსთაველზე ვიყავი 2 წუთის წინ, იქვე მაღაზიების ჩაყოლებასთან მოწყალების სათხოვნელად გამოსული შუა ხანს გადაცილებული მამაკაცი ზის და “წიგნები ერთ ლარად” გამყიდველს ესაუბრება, მე მეგობარს ველოდებოდი და შევჩერდი, მესმის ამათი საუბარი:

მოწყალების სათხოვნელად გამოსული: არა ძმაო გეუბნები მე შენ, ვიცი, ეს ამერიკა არის ყველაფრის დამანგრეველი, მანდ ებრაელები სხედან და მსოფლიოს ბედს წყვეტენ, უკრაინაშიც მაგათ დაძაბეს, ერაყში შევარდნენ, ახლა ტრამპი ასე ასე და ასე იზამსო…..

წიგნების გამყიდველი: ხო ხო, მეც ვიცი, მაგათ მანდ რო უნივერსიტეტებია მანდედან მიყავთ კადრები, სპეციალურ სწავლებას გადიანო… შენ რაც არ უნდა გააკეთო ვერაფერს შეცვლიო…

ჯერ სიცილი ამიტყდა, (დედას გეფიცებით არ დამიცინია, გეტყვით რაზე გავიცინე), მერე რაც არ უნდა გააკეთო ვერ შეცვლიო რომ ამბობენ, ნეტა რა გააკეთეს საკუთარი თავის ცლილებისათვის, რამდენჯერ დაიწყეს საკუთარი ქმედებების გაანალიზებით, რამდენჯერ აიღეს უკუკავშირი, რამდენჯერ არ იმართლეს თავი, რამდენჯერ დაძლიეს ეგო, რამდენჯერ იყვნენ პროაქტიულები, რამდენჯერ იბრძოლეს და რამდენჯერ წამოდგნენ დაცემის შემდეგ უფრო ძლიერნი? ….

სხედან და წარმატებულ ქვეყნებს და ადამიანებს აკრიტიკებენ, სამყაროს ადანაშაულებენ მათ ყოფაში… ყველაფერს ადანაშაულებენ საკუთარი თავის გარდა…

ეჰ… ამის გაფიქრებაზე დავნაღვლიანდი და მერე ისევ სიცილი ამიტყდა, გურული გამახსენდა, ზის 2 გურული მშიერი, გამხდარი, ჩამქრალ ცეცხლთან, ასტრას ეწევიან… მოქაჩა ბოლო ასტრის ნაკუწზე ერთმა, დაარტყა ნაფაზი და მეორეს კითხა: “რაიო ბიჭო რა მინდაო იმ მათხუარმა რეიგანმა”? მათხუარი რეიგანი 😂😂🤣🤣

ხანდახან რა უცნაური ხალხი ვართ…

პ.ს. არ გამკიცხოთ, არავის არ განვიკითხავ, მიკვირს უბრალოდ…

Zaza Koiava

მსგავსი სტატიები

Leave a Comment