აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება ცენტრის უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ გახსნა. დამსწრეებს სიტყვით მიმართა ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და შშმ, იძულებით გადაადგილებული და გსმ პირების ინტეგრაციის პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მ/შ ბელა სარიამ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ ვრცლად ისაუბრა სამინისტროს მისწრაფებებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის მთავარ მიზანს რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა, რომლებიც შემდგომში საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტების წარსადგენად იქნება გამოყენებული.
სამუშაო შეხვედრაში ჩართულები იყვნენ დღის ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მერიის , საკრებულოს, ჯანდაცვისა და სოც. მომსახურების სამსახურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველის, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლობა, სხვადასახვა უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები (რომლებიც იკვლევენ აუტისტურ სპექტს), ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თამშრომლები, სოციალურ მუშაკთა ასოციაცია და აღნიშნული თემით დაინტერესებული სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.