fbpx

„აქ, ახლოს არის ცა, ტაძართან დაჩოქილი ღმერთს ელაპარაკები“…

ავტორი ჟოლო
19 ნახვა

„მამაჩემი ამბობს ” მიყვარს უშგული , მაგრამ ზამთარში ცხოვრება ძალიან ძნელიაო”არ მესმოდა მისი.
მე ხომ სიგიჟემდე მიყვარს უშგული, მე ხომ უშგულის ლამარიის ეზოში ავიდგი ენა, მე ხომ ლამარიის ეზოში გადავდგი პირველი ნაბიჯები და სიგიჟემდე შემაყვარა ეს ჩემი მიწა… მერე მოვიდა ზამთარი… უსასრულო თოვლი…
მეზობლის სახლებში გათებული ღამეები…
რა საშიშია და რა სამოთხესავით ლამაზი ეს ჩემი კუთხე…
რა მკაცრია და რა ტკბილი სვანეთის მთები…
რა ცივია და რა თბილი ჩვენი წინაპრების სისხლიანი ხელებით აშენებული მურყვამები, სადაც მათი სულები გათბობენ…
აქ, ახლოს არის ცა ,ტაძართან დაჩოქილი ღმერთს ელაპარაკები…
თოვლში ჩაკარგული საფლავები და ფეხის ნაბიჯებით გახარებული სულები…
აქ სიცოცხლეა, ხმაურია…
აქ “ლილეოს” მღერიან მთები ბანს აძლევენ…
რა გიჟი ხალხია, რა უშარი…
როცა ულხინთ მღერიან, როცა უჭირთ მაშინაც…
ეს სხვა სამყაროა და რო გაიგო ამ სამყაროსა და ხალხის ხიბლი, ზამთარი უნდა გაატარო უშგულში, დღეს რომ არის ესეთი ზამთარი…
სხვანაირად გაგაგიჟებს სიცივე, სხვანაირად შეგაშინებს თოვა,
სხვანაირად შეგიყვარებს ხალხი
სხვანაირად გაგაგიჟებს გლოვა!
სხვანაირად გაგათბობს მზე კოშკთან,
სხვანაირად შეგცივდება ალიონზე,
სხვანაირად გაათენებ ღამეს,
ენგურის და დათოვლილი მთების ფონზე…
როგორ მინდა ეხლა თქვენთან ყოფნა“..

დიდი სიყვარულით:
მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი

 

%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c4

%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c5%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c

%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c2

ფოტო

ფრენსის პრიმერსკი

Francis Prymerski

მსგავსი სტატიები

Leave a Comment