9 ივლისს, საღამოს 9 საათზე, მზიურის თავისუფალი ჩვენებები წარმოგიდგენთ ლიბანელი რეჟისორის, ნადინ ლაბაკის ფილმს _”ახლა საით წავიდეთ”.
ეკრანზე ნაჩვენები კონფლიქტისა და მშვიდობის მიჯნაზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრება კულტურულ მრავალფეროვნებაზე, რელიგიურ შემწყნარებლობაზე, ქალის როლსა და ერთმანეთის თანადგომაზე აგვალაპარაკებს.
რამდენად მარტივია ფილმში მოცემული საზოგადოებრივი ურთიერთობის მოდელის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა და წარმატებით განხორციელება ამის შესახებ, ალბათ ყველას გაგვიჩნდება ინდივიდუალური ხედვა.
მას შემდეგ რაც სიამოვნებით “ჩავუჯდებით”, გავიცინებთ, გვეტკინება, ვუთანაგრძნობთ, მხარს დავუჭერთ და გავემიჯნებით კიდეც გმირებს ლიბანის ერთი პატარა სოფლიდან სადაც ქრისტიანები და მუსულმანები საერთო მიწაზე დააბიჯებენ …
ჩვენების ორგანიზატორია: ირაკლი იაგორაშვილი ( თელავი)
რეჟისორი: ნადინე ლაბაკი
გამოშვების წელი: 2012
ქვეყანა: საფრანგეთი, ლიბანი, ეგვიპტე, იტალია
ჟანრი: დრამა, კომედია
ხანგრძლივობა: 110 წთ.
“მზიურის თავისუფალი ჩვენებები” იმართება პროექტ “ახალი მზიურისა” და “ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი.