დათო ტურაშვილი: „ალბათ იშვიათია პატარა, ვისაც მათემატიკა ძალიან უყვარს, მაგრამ დიდები ყოველთვის ეუბნებიან მათ, რომ მათემატიკა აუცილებელია და ბავშვობაში მეც არ მიყვარდა ეს საგანი, მიუხედავად იმისა რომ მათემატიკას მაინც ვსწავლობდი.
მეც მეუბნებოდნენ და მეც არ მჯეროდა, რომ მათემატიკა , ყველაფერში შეიძლება გამოგადგეს და მახსოვს რამდენჯერ მიფიქრია – სად მათემატიკა და სად ლიტერატურა. თუმცა როცა გავიზარდე და წიგნების წერა დავიწყე, აღმოვაჩინე რომ ლიტერატურული ტექსტის შექმნასაც კი, მათემატიკური უნარები სჭირდება და ზემოთქმული, განსაკუთრებულად, რომანის დაწერისას გაგახსენდებათ. ამიტომაც მხოლოდ ახლა ვხვდები თუ რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია მათემატიკური ცოდნა სხვა პროფესიებშიც და ნებისმიერ სფეროში, სადაც წარმატების მიღწევა გვსურს, ჩვენი საფუძველი, შეიძლება იყოს ბავშვობისდროინდელი მათემატიკა, თუ მას პატარაობიდანვე, ასეთი მეთოდოლოგიით ვეზიარებით…”