ბედნიერება, როგორც წესი, ადამიანების მთავარი ცხოვრებისეული ამოცანაა. როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება? – როდესაც სახლი მექნება, ბედნიერი ვიქნები. როდესაც ვალს გადავიხდი, ბედნიერი ვიქნები. როდესაც სწავლას დავამთავრებ, ბედნიერი ვიქნები. როდესაც საყვარელი ადამიანი მეყოლება, ბედნიერი ვიქნები… და ათასი მსგავსი რამ. მაგრამ ყველამ იცის, რომ ადამიანი ბუნებით მომხვეჭელია და რასაც უნდა მივაღწიოთ ცხოვრებაში უფრო მეტი გვინდება, შესაბამისად ბედნიერება გამუდმებით მიუღწეველ ცნებად რჩება.
მსგავსი ფიქრები მხოლოდ მახეა და თუ მასში გაებმებით თქვენ ვერ შეძლებთ იყოთ ბედნიერი. სინამდვილეში ბედნიერება მხოლოდ თქვენი არჩევანია.
ბედნიერება ყოველდღიურობაშია და არა ლამაზ მანქანაში. ის არ უნდა იყოს თქვენი ცხოვრების მიზანი, ბედნიერება თქვენი ცხოვრება უნდა იყოს!
უბრალოდ დაფიქრდით, რა გაქვთ და რა შეიძლებოდა არ გქონოდათ. აქციეთ დღევანდელობა თქვენს ზღაპრად, გაილამაზეთ თითოეული დღე და გააკეთეთ ის, რაც სიხარულს განიჭებთ. თუ თქვენ შეძლებთ საკუთარი თავი ბედნიერ ადამიანად აქციოთ ის ყველაფერი, რაზეც ოცნებობდით თავისთავად მოვა.