fbpx

ბედნიერების ფორმულა მარკ ტვენისგან

ავტორი ჟოლო
2.8K ნახვა

მარკ ტვენს, ალბათ ყველა, მისი ცნობილი წიგნების „ტომ სოიერის თავგადასავალისა“ და „ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის“ მეშვეობით იცნობთ. ის ასევე ნიჭიერი სპიკერი, სატირიკოსი და პედაგოგი იყო. მწერალმა ბევრი რამ გადაიტანა: მისი ნაწარმოებების დიდი წარმატებით დაწყებული, სამი შვილისა და ცოლის სიკვდილით დამთავრებული.

გთავაზობთ მარკ ტვენის რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში.

 1. საკუთარი თავით უკმაყოფილო – ადამიანი, ვერ იქნება კმაყოფილი ცხოვრებით თუ უკმაყოფილო ხართ საკუთარი თავით, ქცევებითა და მოქმედებებით, სავარაუდოდ, ყოველთვის დისკომფორტის გრძნობა შეგაწუხებთ.

ხოლო საკუთარი თავით კმაყოფილი ადამიანი ყოველთვის წყნარია და იღებს შინაგან თავისუფლებას, რათა გააკეთოს ის, რაც ნამდვილად სურს. საკუთარ თავს უნდა მისცეთ უფლება იყოთ ისეთი, როგორიც გინდათ რომ იყოთ. ნუ ცდილობთ თავი მოაწონოთ სხვებს, პირველ რიგში თავად უნდა მოგწონდეთ საკუთარი თავი. გადალახეთ შინაგანი ბარიერი. ეს რთული, მაგრამ დროთა განმავლობაში მიღწევადი ამოცანაა.

2. ასაკი, როგორც შემზღდუდავი ფაქტორი მხოლოდ თქვენს ცნობიერებაში არსებობს. თუ მასზე არ იფიქრებთ, ის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ციფრები იქნება. აქედან გამომდინარე, შემზღუდვები მხოლოდ ჩვენშია. ჩვენ გვგონია, რომ უკვე გვიანია დავკავდეთ საყვარელი საქმით. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც გვიანია დაკავდეთ იმით, რისი კეთებაც ნამდვილად გინდათ.

3. ადამიანი ფლობს ერთ ჭეშმარიტად ძლიერ იარაღს, და ეს სიცილია. იუმორს შეუძლია აქციოს ნებისმიერი სერიოზული სიტუაცია სიცილის მიზეზად. ხოლო როცა განწყობა ამაღლებულია, სამუშაოს კეთებაც უფრო ადვილი ხდება. ადამიანი აღარ ფიქრობს ცუდზე და მშვიდდება. მშვიდი ადამიანი კი უფრო ადვილად პოულობს პრობლემის გადაჭრის გზას.

4. რისხვა – მჟავაა, რომელიც უფრო ავნებს იმ ჭურჭელს, რომელშიც ინახება, ვიდრე მათ, ვისზეც იღვრება. რისხვა- გამანადგურებელი და უსარგებლო საგანია. როდესაც გაბრაზებული ხართ კარგავთ კონტროლს სიტუაციაზე და მხოლოდ საკუთარ თავს უსმენთ. თავი აარიდეთ რისხვას. გახადეთ თქვენი ცხოვრება უფრო ადვილი და სასიამოვნო!

5. ცდებით, როდესაც გგონიათ, რომ სამყარო თქვენს წინაშე ვალშია. სამყაროს თქვენი არაფერი მართებს. ის თქვენამდეც იყო.  ბევრი ადამიანი თვლის, რომ მის წინაშე ყველა ვალდებულია და რომ სამყარომ უნდა მისცეს ის, რაც სურს. თუმცა ყველაფერი მოქმედებს ამოუცნობელი კანონების თანახმად და თუ საქმეები არ მიდის ისე, როგორც გვსურს – ამაში არავინ არაა დამნაშავე. ეცადეთ გააკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი, რომ მიიღოთ სასურველი.

6. ახალი იდეებით შეპყრობილ ადამინებს, იმ დრომდე ჩათვლიან გიჟად, სანამ ეს იდეები წარმატებული არ გახდება. ხალხს ეშინია სიახლის. ყველაზე საშინელ სიტუაციაშიც ისინი უკეთეს შემთხვევაში მიგატოვებენ (უარესში – ხელს შეგიშლიან). აქედან გამომდინარე, არ შეშინდეთ გააკეთოთ ის, რის გაკეთებასაც საჭიროდ თვლით – ბევრი დიდებული ადამიანი და ნოვატორი იღებდა აღიარებას სრული გარიყულობის შემდეგ.

7. პესიმიზმი – ეს არის სიტყვა, რომელსაც სუსტები სიბრძნეს უწოდებენ ბევრი რამ განისაზღვრება იმით თუ რაზეა კონცენტრირებული თქვენი ყურადღება. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ მარტო პრობლემებზე და შეიქმნათ მსხვერპლის იმიჯი, ან შეგიძლიათ გააკეთოთ აქცენტი რამე უფრო პოზიტიურზე და დაინახოთ ცხოვრების ცვლილება უკეთესობისკენ.

პრობლემებზე კონცენტრირებისას ჩვენ ვკეტავთ გზას დადებითი ცვლილებებისაკენ. დაიწყეთ ძირითადით – შეწყვიტეთ პრობლემებზე ფიქრი და გაანთავისუფლეთ ადგილი დადებითი ემოციებისთვის.

„ოცი წლის შემდეგ თქვენ იმას უფრო ინანებთ, რაც არ გაგიკეთებიათ, ვიდრე იმას, რაც გააკეთეთ. ამიტომ ნუღარ ყოყმანობთ, მოსცილდით უსაფრთხო ნაპირს. შეიმეცნეთ, იოცნებეთ და აღმოაჩინეთ.“

მსგავსი სტატიები

Leave a Comment